არგენტინამ ლეო მესისა და ენცო ფერნანდესის გოლებით მექსიკას 2:0 მოუგო და C ჯგუფში პოლონეთის შემდეგ საუდის არაბეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პოლონელებს 4 ქულა აქვთ, არგენტინელებსა და საუდელებს სამ-სამი. ბოლო ადგილზე ერთქულიანი მექსიკაა.
ახლა ვნახოთ რა შემთხვევაში გავა მესის გუნდი ფლეი-ოფის ეტაპზე.
არგენტინა ჯგუფში პირველ ადგილზე გავა თუ ის ბოლო ტურში ნებისმიერი ანგარიშით მოუგებს პოლონეთს, ხოლო მესიკისა და საუდეთის შეხვედრა ფრედ ან მექსიკის გამარჯვებით დასრულდება.
არგენტინა ჯგუფში პირველ ადგილზე გავა თუ ის მოუგებს პოლონეთს, საუდის არაბეთი კი მექსიკას, ოღონდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა არგენტინელთა სასარგებლოდ დარჩება (სადღეისოდ არგენტინას აქვს +1, ხოლო საუდის არაბეთს -1).
ურთიერთ შეხვედრებზე წინ დგას ბურთების სხვაობა და გატანილი გოლების რაოდენობა.
არგენტინა ჯგუფში მეორე ადგილზე გავა თუ მოუგებს პოლონეთს, მაგრამ საუდეთი დაამარცხებს მექსიკას და თან ისე, რომ გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა არგენტინაზე უკეთესი ექნება.
არგენტინა ჯგუფში მეორე ადგილზე გავა თუ პოლონეთთან ფრედ ითამაშებს და საუდის არაბეთიც ფრედ ითამაშებს მექსიკასთან ან მექსიკა საუდელებს მოუგებს, მაგრამ ბურთების სხვაობით არგენტინა დარჩება მასზე წინ.
პოლონეთთან არგენტინის ნებისმიერი მარცხი მესისა და მისი თანაგუნდელების ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
