წელი: 2022

Home 2022
სპალეტი ლექციაზე
ჩანაწერი

სპალეტი ლექციაზე

„ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კოვერჩანოში უეფა-პროსა და უეფა A-ს დამწყები მწვრთნელებისთვის ლექცია ჩაატარა. მსმენელთა შორის იყვნენ მისი ყოფილი ფეხბურთელები დანიელე დე როსი და ალბერტო აკვილანი. სპალეტის ლექციას აგრეთვე ესწრებოდნენ „ტორინოსა” და „რომას” ასისტენტი მწვრთნელები მატეო პარო და სალვატორე ფოტი, რომლებიც „ნაპოლის” თავკაცს მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდნენ. „ნაპოლიმ” „ტორინოს” შინ 3:1 მოუგო (ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ...

კვარა ჯანმრთელადაა და ვარჯიშს იწყებს
ჩანაწერი

კვარა ჯანმრთელადაა და ვარჯიშს იწყებს

„ნაპოლი” ოთხშაბათიდან კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე ვარჯიშს განაახლებს, 1 დეკემბერს კი შეკრებაზე თურქეთს გაემგზავრება. გუნდთან ერთად იქნება და ჩვეულებრივად ივარჯიშებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ზურგის ტკივილის გამო ბოლო სამი თამაში გამოტოვა. როგორც „სქაი სპორტი” იტყობინება, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სრულიად გამოჯანმრთელდა და გუნდის მოქმედებებში სრულყოფილად მიიღებს მონაწილეობას. ის მზად არის ლუჩანო სპალეტის დატვირთვებს უახლოეს დღეებშიც გაუძლოს და შემდეგ...

ფიფამ და სენსორმა რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს
ჩანაწერი

ფიფამ და სენსორმა რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს

ფიფას საგანგებო კომისიამ დაადგინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ურუგვაის ნაკრების კარში პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და თითქოს თმის წვერებით შეეხო. ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა. მანჩესტერელმა შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის შეასრულა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის...

ერთა ლიგა ნიდერლანდებში
ჩანაწერი

ერთა ლიგა ნიდერლანდებში

ერთა ლიგის 2023 წლის ფინალურ ეტაპს ნიდერლანდები უმასპინძლებს, თამაშები როტერდამსა და ენსხედეში გაიმართება. მატჩების ჩატარება გაისად ზაფხულშია დაგეგმილი. 14-15 ივნისს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 18 ივნისს მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 2023 წლის იანვარში ჩატარდება, კონკრეტული თარიღი მოგვინაებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ტიტულისთვის ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ. ტურნირის ბოლო...

ფრთხილად, კარი იკეტება !
ჩანაწერი

ფრთხილად, კარი იკეტება !

მსოფლიო ჩემპიონატის A და B ჯგუფებში დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართება და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვევა. ფლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას მხოლოდ მასპინძელი ჩამოშორდა, თორემ სხვებს შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლონ. რა უნდა მოხდეს, რომ ესა თუ ის გუნდი მონდიალზე სათამაშოდ დარჩეს? აბა, ერთად ვნახოთ: A ჯგუფი ეკვადორი – სენეგალი (19:00) ნიდერლანდები – ყატარი (19:00) – ნიდერლანდები...

ვინ ფალკონი?
ჩანაწერი

ვინ ფალკონი?

პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებთა შეხვედრის დროს (2:0) მოედანზე ცისარტყელას ფერებით მორთული დროშიანი კაცი ჩახტა. ეს დროშა, მოგეხსენებათ ლგბტქ თემის სიმბოლოა, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცი მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს არ იცავდა. მას მაისურზე ეწერა: „პატივისცემა ირანელ ქალებს” და „გადაარჩინეთ უკრაინა”. როგორც გაირკვა ფართო სპექტრის პროტესტით დამუხტული ადამიანი იტალიელი მარიო ფერი გახლდათ, პესკარას მცხოვრები, მეტსახელად „ფალკონი”. ეს მისთვის...

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა
ჩანაწერი

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა

ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0. ნეიმარს...

ქართველთა ფრანგული სუპერტური
ჩანაწერი

ქართველთა ფრანგული სუპერტური

საფრანგეთის ორივე ელიტურ სარაგბო ლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ პრო დ2-ის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „მონტობანის“ ბურჯი მირიან ბურდული მოხვდა, თან ვეტერანი მორკინალი ამ პატივს ზედიზედ მეორედ ეღირსა, ხოლო ტოპ 14-ის საუკეთესოთა 15-ეულში ერთბაშად სამი ქართველი აღმოვაჩინეთ! საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის ტრადიციულ ნაკრებში „ტულონის“ ბურჯი...

ორი ქართველის 15 წუთი
ჩანაწერი

ორი ქართველის 15 წუთი

28 ნოემბრის დილას NBA-ში ორივე ქართველმა ითამაშა და ორივეს დრო ჯამში 15 წუთი გამოვიდა. „ინდიანა პეისერსი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ესტუმრა და 110:114 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 7.52 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 5 ქულითა და 1 მოხსნით გამოიჩინა. ჩვენებურნმა 2-დან 2 ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. თუმცა, 8 წუთში ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ისევ...

საუთგეიტს ფოდენთან კონფლიქტი არ აქვს
ჩანაწერი

საუთგეიტს ფოდენთან კონფლიქტი არ აქვს

ჯეკ გრილიშმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი დაიცვა. მან თქვა, რომ საუთგეიტს ფილ ფოდენთან პრობლემა არ აქვს. 22 წლის ფოდენი მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია. მან „მანჩესტერ სიტის” 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ფოდენი მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში, ირანთან (6:2) შეცვლაზე შევიდა, მეორე ტურში...