ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0.
ნეიმარს სასტუმროში დარჩენა ექიმებმა ურჩიეს. მისი ნატკენი კოჭისთვის დასვენება ჯობდა. რაც შეეხება კაცს, რომელიც მას ჰგავს, თურმე რამდენიმე დღეა დოჰაში დადის და სულაც არ იღლის თავს იმის მტკიცებით, რომ ნეიმარი არ არის.
ამაზე ჟურნალისტებს გაახსენდათ 2014 წლის ამბავი, როდესაც ბრაზილიაში, არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი შეხვედრის წინ კოპაკაბანაზე დადიოდა „ალბისელესტეს” ათნომრიან მაისურაში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დიეგო მარადონას და თაყვანისმცემლებთან ფოტოებს იღებდა, ოღონდ… საფასურად. ეჭვი არ არის, იმ დღეს მან ბევრი ფული იშოვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 09:01რინერი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და მერე ოლიმპიადაზე გამოვა
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 07:09რას უწუნებდა ჩავი დემბელეს?
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 09:41ნევილი: გულშემატკივართან მისვლას და ტაშის კვრასაც ზომიერება უნდა
მთავარი ამბავი09/11/2026 | 07:16ჟორჟი პასის გარეშე
