„ნაპოლი” ოთხშაბათიდან კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე ვარჯიშს განაახლებს, 1 დეკემბერს კი შეკრებაზე თურქეთს გაემგზავრება. გუნდთან ერთად იქნება და ჩვეულებრივად ივარჯიშებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ზურგის ტკივილის გამო ბოლო სამი თამაში გამოტოვა.
როგორც „სქაი სპორტი” იტყობინება, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სრულიად გამოჯანმრთელდა და გუნდის მოქმედებებში სრულყოფილად მიიღებს მონაწილეობას. ის მზად არის ლუჩანო სპალეტის დატვირთვებს უახლოეს დღეებშიც გაუძლოს და შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად ანთალიას გაემგზავროს.
„აძური” თურქეთში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 7 დეკემბერს „ანთალიასფორთან”, ხოლო 11 დეკემბერს „კრისტალ პალასთან”.
„ნაპოლი” თურქეთიდან იტალიაში 15 დეკემბერს დაბრუნდება, ხოლო 17-ში გეგმის თანახმად „დიეგო მარადონაზე” ესპანურ „ვილიარეალთან” ისპარინგებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
