წელი: 2022

Home 2022
მთავარი იყო ასენსიო
ჩანაწერი

მთავარი იყო ასენსიო

„რეალი“ ლა ლიგის ცხრილში 6 ქულით დაწინაურდა. ეს იმიტომ მოხდა, რაც „თეთრებმა“ „გრანადას“ მოუგეს 1:0. წინა დღეს, „რეალის“ უახლოესმა მდევარმა, „სევილიამ“, „ოსასუნასთან“ 0:0 ითამაშა — ორი ქულა დაკარგა. „გრანადასთან“ შეხვედრაში „რეალს“ ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ თავისი გააკეთა და სამი ქულა მიიწერა. კარლო ანჩელოტის გუნდის საუკეთესო მოთამაშე მარკო ასენსიო გახლდათ. მას პირველ ტაიმში გოლი გატანის...

ინერვიულეს და მოიგეს
ჩანაწერი

ინერვიულეს და მოიგეს

„კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ 0:1-ს აგებდა, საბოლოოდ კი 4:2 მოიგო. ანგარიში იანიკ კარასკომ მე-8 წუთზე გახსნა, მაგრამ ორ წუთში ჟორდი ალბამ საოცარი სილამაზის შეუჩერებელი დარტყმით გაქვითა. 21-ე წუთზე გავიმ ახალწვეული ადამა ტრაორეს ჩაწოდებულ ბურთს მადრიდელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი, 43-ზე კი ჟერარდ პიკეს თავური ძელმა აისხლიტა, მაგრამ ბურთი რონალდ არაუხომ იხელთა და ბადეში გაგზავნა. პირველი...

ხუთშაბათს ბილბაოში მამარდაშვილს ათამაშებთ?
ჩანაწერი

ხუთშაბათს ბილბაოში მამარდაშვილს ათამაშებთ?

„ვალენსიამ“ გადახალისებული შემადგენლობით „რეალ სოსიედადთან“ შინ 0:0 ითამაშა. გუნდს ხუთშაბათს, ბილბაოში, სამეფო თასის ნახევარფინალში მნიშვნელოვანი მატჩი ელის. „რეალ სოსიედადთან“ „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვალენსიას“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჰკითხეს: — უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ხუთშაბათს „სან მამესზე“ კარში ვის დააყენებთ? ბორდალასმა უპასუხა: — ახლა ამას ვერ ვიტყვი. სულ ვიმეორებ, რომ ჩემი მეკარეების მუშაობით...

ქულა ფინალამდე
ჩანაწერი

ქულა ფინალამდე

მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებს, რათა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში ფინალში გასულიყო. ბოლო, მეოთხე დისციპლინის წინ სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაცია იყო, რომ მეხუთე გამსვლელი ადგილისთვის იტალიას (18 ქულა), კანადასა (16) და საქართველოს (15) უნდა ებრძოლა. ეს ყველაფერი ქალთა მოკლე პროგრამას უნდა გადაეწყვიტა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვას იტალიელისთვის ოთხი, ხოლო...

ქუჩიდან შემოთრეული
ჩანაწერი

ქუჩიდან შემოთრეული

დელე ალი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „ევერტონში“ გადავიდა და „გუდისონ პარკზე“ გულშემატკივრის წინაშე წარდგა. ამ პრეზენტაციაზე მისმა ჩაცმულობამ ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი და ოდინდელი ვარსკვლავი გლენ ჰოდლი გააღიზიანა. „ქუჩიდან შემოთრეულს“ ჰგავდაო, ბრძანა 25 წლის ნახევარმცველზე ჰოდლმა, რომელიც დიპლომატიური ლაპარაკით არასდროს გამოირჩეოდა. ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ხეიბარ ხალხზე თქვა, წინა ცხოვრებაში ცოდვილები იქნებოდნენო. არადა,...

სევილიამ ორი ქულა დაკარგა
ჩანაწერი

სევილიამ ორი ქულა დაკარგა

„სევილიას“ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფეხი დაუცდა — პამპლონაში „ოსასუნასთან“ 0:0 ითამაშა. არადა, ხულენ ლოპეტეგის გუნდი „რეალთან“ ჩამორჩენის შემცირებას გეგმავდა. არ გამოვიდა. სევილიელებმა ორი ქულა დაკარგეს, „რეალი“ კი დღეს „გრანადას“ მასპინძლობს და თუ მოიგებს 6 ქულით დაწინაურდება. „ოსასუნას“ და „სევილიას“ შეხვედრაში ბევრი მომენტი არ ყოფილა. შეხვედრის ყველაზე ემოციური ამბავი მსაჯის წამატებულ წუთებზე მოხდა, როდესაც მასპინძლების...

იუნაიტედში აზრი გაიყო
ჩანაწერი

იუნაიტედში აზრი გაიყო

ესღა აკლდა პრობლემებით დატვირთულ „მანჩესტერ იუნაიტედს“. ფეხბურთელები მეისონ გრინვუდის დაჭერის გამო წაკიდებიან ერთმანეთს. როგორც ცნობილია, მოთამაშეების ნაწილმა, მათ შორის ედინსონ კავანიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, ვიკტორ ლინდელოფმა და სხვებმა 20 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელებში მეგობრებიდან წაშალეს და მის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრინვუდი ჩავარდა. მას ქალის გაუპატიურებასა და ცემას სდებენ ბრალად. კავანის, რონალდუს,...

შავი ოქრო
ჩანაწერი

შავი ოქრო

პარიზის გრან პრი საქართველომ სამი მედლით დაიწყო. აქედან ერთი უმაღლესი სინჯის არის და ის ლაშა შავდათუაშვილის მონაგარია, რომელსაც აქამდე ყველა დიდი ტურნირის ოქრო ჰქონდა, პარიზული გრანდ სლემის გარდა. „შავი“ ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე ლაშამ ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა და ფრანგი ჟან-ბეჯამინ გაბა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკი შახრან ახადოვი...

რა ხდება უკრაინაში, 21-ე საუკუნეა…
ჩანაწერი

რა ხდება უკრაინაში, 21-ე საუკუნეა…

ხოსეპ გვარდიოლამ უკრაინელ ალექსანდრ ზინჩენკოზე ისაუბრა, ოღონდ არასაფეხბურთო თემაც ახსენა. ზინჩენკოს ტრავმა ჰქონდა და „მანჩესტერ სიტის“ ძირითადში ადგილის ხელახლა მოპოვება ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს ჟოაო კანსელუს თამაშის ფონზე… გვარდიოლამ თქვა, რომ „ფულემთან“ თასზე ზინჩენკოს თამაში შესაძლებელია. ანუ, უკვე მზად არისო. „დიახ, „ფულემთან“ შესაძლოა ვათამაშოთ. მხოლოდ სამი დღეა, რაც ტრავმისგან ბოლომდე განიკურნა… გარდა ამისა, ზინჩენკოს გავესაუბრებით...

ეს ინგლისია…
ჩანაწერი

ეს ინგლისია…

მეექვსელიგელის დრამა „ვესტ ჰემმა“ ინგლისის თასის მერვედფინალის საგზური სასწაულში მოიპოვა. რანგით მეექვსე ლიგის გუნდ „კიდერმინსტერთან“ 91-ე წუთამდე აგებდა და დეკლან რაისმა გაათანაბრა, ხოლო 120-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ასე მოიგო დევიდ მოიესის გუნდმა 2:1… ძალიან შეგვეცოდა „კიდერმინსტერი“. მოედანზე იტირეს. წარმოიდგინეთ, მეექვსელიგელი რომ ასეთ დღეში აგდებს ქვეყნის მეექვსე-მეშვიდე გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად იბრძვის....