„ვალენსიამ“ გადახალისებული შემადგენლობით „რეალ სოსიედადთან“ შინ 0:0 ითამაშა. გუნდს ხუთშაბათს, ბილბაოში, სამეფო თასის ნახევარფინალში მნიშვნელოვანი მატჩი ელის. „რეალ სოსიედადთან“ „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვალენსიას“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჰკითხეს:
— უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ხუთშაბათს „სან მამესზე“ კარში ვის დააყენებთ?
ბორდალასმა უპასუხა:
— ახლა ამას ვერ ვიტყვი. სულ ვიმეორებ, რომ ჩემი მეკარეების მუშაობით კმაყოფილი ვარ. დღეს გიორგიმ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშა. მიხარია. ხოლო ვინ დადგება კარში „ბილბაოს“ წინააღმდეგ, ამას თამაშის დღეს გადავწყვეტ.
ვალენსიურ მედიაში მამარდაშვილის თამაშს კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მაგალითად Batzine წერს:
„გიორგი მამარდაშვილს გამოყოლილი ჰქონდა ის კარგი ფორმა, რომლითაც სეზონის დასაწყისში მიიქცია ყურადღება. ქართველი მხოლოდ 21 წლისაა. ის საჯარიმოში თანაგუნდელებს კარგად ხელმძღვანელობდა და ერთ ეპიზოდში რობინ ლე ნორმანდის დარტყმულ თავური გაფრენილი ნახტომით ჩინებულად მოიგერია“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
