მეორე წრე ლიგა 2-შიც მიილია. ამჯერად, ჩემპიონობის ორ მთავარ კანდიდატზე ვისაუბრებთ. ლიდერი „გაგრაა“, რომელსაც მალე ევროთასებზე, კერძოდ, კონფერენციის ლიგაში გამოსვლა მოუწევს, როგორც ქვეყნის თასის მფლობელს. მეტოქე ჩერნოგორიული „სუტიესკა“ არის. გაგრელებს ადრეც უთამაშიათ ევროპაში. 2011-12 წლების სეზონში ისინი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ანორთოსისს“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში (2:0, 0:3) დამარცხდნენ. გაგა კირკიტაძის შეგირდებმა,...
პსჟ და ორი მბაპე
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ შეათანხმა ახალი კონტრაქტი კილიან მბაპესთან, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდიდან წავა. ამის მიუხედავად, პსჟ მბაპეს გარეშე არ დარჩება. კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა კილიანის 15 წლის ძმა ითან მბაპეს. ყმაწვილი პარიზში 2018 წელს ძმასთან ერთად გადაბარგდა და კლუბის აკადემიაში ჩაირიცხა. კილიანობა ძნელი იქნება, მაგრამ კარგი ფეხბირთის სათამაშოდ უმცროს მბაპეს ნიჭსა და მონდომებას...
ყურადღება: პოგბაზე ძვირი!
ისეთი პირი უჩანს, „ასტონ ვილას“ შემტევი ნახევარმცველი ჯეკ გრილიში მალე „სიტის“ ფორმას მოირგებს. მხარეებს პირობები შეთანხმებული აქვთ – 100 მილიონი გირვანქა, რაც ინგლისური პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი იქნება. დღეის მდგომარეობით უძვირესი პოლ პოგბაა, რომელშიც „მანჩესტერმა“ 89 მილიონი გირვანქა გაიღო. გრილიში გუნდური მოთამაშე კია, მაგრამ არც პირადი სტატისტიკა აქვს ურიგო: 25 წლის ნახევარმცველმა 26 შეხვედრაში 6...
იტალია სიურპრიზია
ცნობილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამ ზაფხულს „რეალს” ჩაუდგა სათავეში, იტალიურ Il Giornale-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მიმდინარე ევრო 2020 გაარჩია. „ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია ძრავებს ახურებენ. საფრთხილო გუნდია ინგლისიც, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ექვსი მონაწილე თამაშობს. იტალიას რთული ბადე ერგო. ის მეოთხედფინალში ბელგიას ან პორტუგალიას შეხვდება, განშტოების მეორე მხარეს კი უფრო მარტივად არის საქმე....
მოურინიუ მაიორალს არ უშვებს
24 წლის თავდამსხმელი ბორხა მაიორალი ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს ტოკიოში ზაფხულის თამაშებზე სჭირდება, მაგრამ „რომა”, უფრო ზუსტად კი მისი ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ არ უშვებს. მართალია, ოლიმპიადაზე ფეხბურთის შეჯიბრება 21 ივლისს იწყება და 7 აგვისტოს მთავრდება, სერია A კი 22 აგვისტომდე ისვენებს, მაგრამ პორტუგალიელ მწვრთნელს „რომას” ფეხბურთელები სეზონისწინა შეკრებაზე სჭირდება და ერთის დათმობასაც არ აპირებს. მაიორალი,...
ინგლისი თურმე გერმანიას მოუგებს
„სანი” წერს, რომ სუპერკომპიუტერმა ინგლისის ნაკრებს გერმანიასთან მერვედფინალში გამარჯვება და მერე, ფინალამდე, ტრიუმფალური სვლა უწინასწარმეტყველა, მაგრამ ფინალში… იქ, ინგლისს საფრანგეთი მოუგებსო, ბრძანა ხელოვნურმა ინტელექტმა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან მოუგო ხორვატიას 1:0, ფრედ ითამაშა შოტლანდიასთან 0:0 და 1:0 მოუგო ჩეხეთს. შედეგად, ინგლისელებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ბადის თანახმად, სიკვდილის...
ფესტივალი სახელად ჯიჯი
ეს უკვე ნამდვილი ფესტივალია – ოცწლიანი განშორების შემდეგ „პარმაში“ დაბრუნებით ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ მოინადდირა „ენიო ტარდინი“. ჯიჯის პრეზენტაციაზე დასასწრები 1000 ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა და რამდენიმე ათეული ათასიც კარგად გასაღდებოდა. ბუნებრივია, ბუფონის ამ ნაბიჯის სარჩული უფრო ემოციურ-რომანტიკულია, ვიდრე სპორტული. „მე ყოველთვის ინსტიქტებით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ. ახლა გულმა მიკარნახა და ვბრუნდები სახლში, სადაც უამრავი მეგობარი...
ცუდი შედეგით, მაგრამ ფინალში…
სტენლის თასზე „მონრეალ კანადიენსმა“ საკუთარ მოედანზე ნახევარფინალური სერია 4:2 მოუგო „ვეგას გოლდენ ნაითს“. გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებმა ოვერტაიმში 3:2 იმარჯვეს. საინტერესო ის არის, რომ მონრეალელები ფლეი ოფში ყველაზე ცუდი შედეგით გავიდნენ. „მონრეალი“ გახდა მეორე გუნდი 1968 წლის შემდეგ გაფართოებულ ეპოქაში, რომელიც ფინალში ასეთი მაჩვენებლით მოხვდა. პირველად ეს „ნეშვილ პრედატორსმა“ 2017 წელს გააკეთა. ახლა „მონრეალი“ მეორე ფინალისტს...
სუ თელავია! სუ გულავია!
შაბათს, 26 ივნისს ბორჯღალოსნები „ევროპის რაგბის“ 2021 წლის ჩემპიონატს დაასრულებენ და მე-13 საჩემპიონო ტიტულსაც გაიფორმებენ. 17 საათზე თელავის „კავკასიონი არენაზე“ ქართველებისა და ნიდერლანდელების შეხვედრა დაიწყება, რომელიც მოქმედი ჩემპიონისთვისა და მიმდინარე გათამაშების ლიდერისთვის, როგორც ზემოთ ითქვა, დასკვნითი იქნება, ხოლო მისი მეტოქისთვის – პირიქით, სასტარტო. კორონავირუსის პანდემიამ სარაგბო კალენდრებს მძიმე დარტყმა მიაყენა და ამიტომაც იყო, რომ „ევროპის...
ბათუმი ისევ თავშია
კახა ცხადაძე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დამარცხდა. ეს ცხადაძის მეოთხე მატჩი გახლდათ ამ პოსტზე, საიდანაც დინამოელებმა ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავერეს და ერთი წააგეს. გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, რადგან წინა დღეს „ბათუმმა“ ქუთაისში, „ტორპედოსთან“ წაიფორხილა. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. შეიძლება შედეგზე სტუმართა სწრაფმა გოლებმაც იმოქმედა, „სამგურალი“ მე-17 წუთზე უკვე 2:0 იგებდა… საერთოდ,...









