24 წლის თავდამსხმელი ბორხა მაიორალი ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს ტოკიოში ზაფხულის თამაშებზე სჭირდება, მაგრამ „რომა”, უფრო ზუსტად კი მისი ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ არ უშვებს.
მართალია, ოლიმპიადაზე ფეხბურთის შეჯიბრება 21 ივლისს იწყება და 7 აგვისტოს მთავრდება, სერია A კი 22 აგვისტომდე ისვენებს, მაგრამ პორტუგალიელ მწვრთნელს „რომას” ფეხბურთელები სეზონისწინა შეკრებაზე სჭირდება და ერთის დათმობასაც არ აპირებს.
მაიორალი, რომელიც ადრე „რეალში” თამაშობდა, საიდანაც იჯარით იყო გაშვებული „ვოლფსბურგსა” და „ლევანტეში”, 2020 წლიდან „ჯალოროსის” ფორვარდია და გასულ სეზონში 41 შეხვედრაში გატანილი 17 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ბორხა მაიორალს ესპანეთის დიდ ნაკრებში ნათამაშები არ აქვს, 21-წლამდელთა გუნდში კი 31 შეხვედრაში 16 გოლი გაუტანია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
