ცნობილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამ ზაფხულს „რეალს” ჩაუდგა სათავეში, იტალიურ Il Giornale-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მიმდინარე ევრო 2020 გაარჩია.
„ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია ძრავებს ახურებენ. საფრთხილო გუნდია ინგლისიც, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ექვსი მონაწილე თამაშობს.
იტალიას რთული ბადე ერგო. ის მეოთხედფინალში ბელგიას ან პორტუგალიას შეხვდება, განშტოების მეორე მხარეს კი უფრო მარტივად არის საქმე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ნიდერლანდები ოთხეულში უეჭველად შევლენ”.
შემდეგ, ანჩელოტის ევრო 2020-ის ვარსკვლავების შესახებაც ჰკითხეს.
„ბელგიას ჰყავს ლუკაკუ, საფრანგეთს მბაპე, პორტუგალიას მარგალიტი — რონალდუ, იტალიაში კი ძნელია ვინმეს გამორჩევა და ეს ამ გუნდის დიდი უპირატესობა მგონია.
იტალია ნამდვილი სიურპრიზია, ევროპის ჩემპიონატის სიახლე. ის ყოველგვარი გამოთვლების გარეშე შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ჰყავს გამოცდილი დაცვა და ენთუზიაზმით აღსავსე სწრაფი, შემტევი ახალგაზრდობა. მე ვხედავ ერთსულოვან ჯგუფს, რომელიც მკაფიოდ გრძნობს მიზანს და მანჩინის იდეებს, რომლებსაც მწვრთნელი აგერ უკვე სამი წელიწადია ასხამს ხორცს.
და ბოლოს, ამ ჩემპიონატზე სხვა ატმოსფეროა, რაც ტრიბუნაზე მაყურებლის დაბრუნებამ განაპირობა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
