ყურადღება: პოგბაზე ძვირი!

Home აქეთურ-იქითური ყურადღება: პოგბაზე ძვირი!
ყურადღება: პოგბაზე ძვირი!

No description available.ისეთი პირი უჩანს, „ასტონ ვილას“ შემტევი ნახევარმცველი ჯეკ გრილიში მალე „სიტის“ ფორმას მოირგებს.

მხარეებს პირობები შეთანხმებული აქვთ – 100 მილიონი გირვანქა, რაც ინგლისური პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი იქნება.

დღეის მდგომარეობით უძვირესი პოლ პოგბაა, რომელშიც „მანჩესტერმა“ 89 მილიონი გირვანქა გაიღო.

გრილიში გუნდური მოთამაშე კია, მაგრამ არც პირადი სტატისტიკა აქვს ურიგო: 25 წლის ნახევარმცველმა 26 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".