წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს. „ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა...
მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა
თბილისში დაიწყო მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წყალბურთში, სადაც რვა გუნდია თავმოყრილი. აქედან ექვსი ტოკიოს ოლიმპური თამაშების მონაწილე იქნება. მხოლოდ საფრანგეთი და საქართველო არიან მის მიღმა დარჩენილი. პირველ ტურში საქართველო იაპონიას შეხვდა და 13:12 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ძალიან დრამატული მატჩი იყო. მონტენეგრო კი, 10:6 მოუგო აშშ-ის ნაკრებს. მეორე ტურში ჩვენები სწორედ მონტენეგროელებს შეხვდნენ. ყველაფერი პირველ მეოთხედში...
კიეზებს იტალიისთვის ინგლისში გააქვთ
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა დამტებით დროში 2:1 სძლია ავსტრიას. იტალიელთა პირველი გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა. შედეგად, ენრიკო და ფედერიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს. ენრიკომ, 1996 წლის 14 ივნისს ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ ჩეხეთს გაუტანა, მაგრამ ის თამაში იტალიამ 1:2 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ფედერიკომ კი ავსტრიას ლონდონში, „უემბლიზე“ შეუგდო...
ხორვატია მინუს პერიშიჩი
ხვალ კოპენჰაგენში ევრო 2020-ს მერვედფინალში ხორვატია ესპანეთს დაეჯახება. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში თავის გუნდს ვერაფრით წაადგება ივან პერიშიჩი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. არადა, მიმდინარე ტურნირზე პერიშიჩი ხორვატთა ლიდერთაგანი იყო. 32 წლის შემტევმა სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ბასილაშვილი და ეპოქის მეოთხე
წლევანდელი „უიმბლდონი“, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უაღრესად დამაინტრიგებლად იწყება. პირველსავე წრეში მისი მეტოქე ლეგენდარული ენდი მარი იქნება. მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი ამჟამად მხოლოდ 119-ე პოზიციაზეა და ტურნირზეც “ველური ბარათით” მოხვდა, მაგრამ კარიერაში 46 ტიტულის მომგებს ჩოგნის ქნევა რომ არ დავიწყებია, ფაქტია. მისი საკარიერო მონაგარი გაცილებით მეტი იქნებოდა, „დიადი სამეულის“ ეპოქაში რომ არ მოხვედრილიყო. თავისი თაობის მუდმივ მეოთხედ მონათლული...
დონარუმამ ძოფს აჯობა
იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ლეგენდარული დინო ძოფის რეკორდი მოხსნა — ახლა, „სკუადრა აძურას” ისტორიაში ყველაზე მეტი წუთი „მშრალად” დონარუმას აქვს გატარებული. ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გოლი 1168 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. მას, გუშინ, ევრო 2020-ის მერვედფინალის დამატებით დროში, კერძოდ კი 115-ე წუთზე, „შტუტგარტის” 24 წლის თავდამსხმელმა საშა კალაიჯიჩმა გაუტანა. იტალიამ ავსტრიას 2:1 მოუგო...
ბეილი გაიქცა
უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ევრო 2020-ის მერვედფინალში დანიასთან 0:4 დამარცხების შემდეგ, BBC-ს მიკროფონებს ისე გაექცა, ჟურნალისტს კითხვაც არ დაამთავრებინა. კითხვა კი ასეთი იყო: იყო თუ არა ეს შეხვედრა მისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელი. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა: „ვიცი, რომ გუშინ გკითხეს, დანიასთან მატჩი უელსის ნაკრების შემადგენლობაში თქვენთვის ბოლო იქნებოდა თუ არა. თქვენ უპასუხეთ, რომ კიდევ...
ევროპის ოქრო რუსთავში
ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია! პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე შეჯიბრებაზე რუსთაველმა ნიჩბოსანმა 1000 – მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიგო. საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე რუსი მაქსიმ კარატაევი გავიდა, რომელსაც ქართველმა 1,4 წამით აჯობა. ჩვენიანს სრული დისტანციის დასაფარად 4.01 წუთი დასჭირდა. კიდევ ორი ქართველი – მურმან მალანია და ლიდია სულაბერიძე კი ნახევარფინალში არიან და ფინალში გასვლას ეცდებიან…
თასი ჩვენია!
18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა დავით ნინიაშვილმა საოცარი რაგბი ითამაშა და საქართველოს ნაკრების თელავური გამარჯვება გაალამაზა. 48:15 – ასეთია საბოლოო ანგარიში მატჩისა, რომლის პირველი ნახევარი 15:8 მორჩა. ქართველებმა ვერ დააფასეს სათანადოდ ნიდერლანდელთა გუნდი და სტუმრებს ტაიმის ბოლო წამებზე ლელო რომ გარდაესახათ, ანგარიში შესაძლოა სულაც საყაიმო ყოფილიყო. გასახდელში ლევან მაისაშვილმა ბიჭები ეტყობა მაგრად შეაფუცხუნა და შესვენების შემდეგ...
სწავლა სიბერემდეო
სწავლა სიბერემდეო და, საფრანგეთის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი ევროპის გეოგრაფიის შესწავლას ახლა აპირებს. საქმე ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ექვსეული 19 ივნისს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მხარდასაჭერად ბუქარესტში გაემგზავრა, მაშინ, როდესაც ფრანგებს თამაში ბუდაპეშტში ჰქონდათ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფრანგები ვერ მიხვდნენ სად იმყოფებოდნენ. არადა, გზად უკრაინელ გულშემატკივრებს შეუერთდნენ, რომლებიც ორი დღით ადრე ჩავიდნენ ბუქარესტში, სადაც ავსტრიასთან...









