თვე: ივნისი 2021

Home 2021 ივნისი
ბელგია, იტალია, გერმანია
ჩანაწერი

ბელგია, იტალია, გერმანია

ბელგიის ნაკრებმა ევროპირველობის მერვედფინალში პორტუგალიას 1:0 მოუგო. შედეგად, მარტინესის ბიჭებს 14-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდათ. აქ ითვლება საკვალიფიკაციოს პლუს ფინალური ეტაპები. ბელგიელებმა ამ შედეგით ორი გუნდის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების მიღწევა გაიმეორეს და თუ მეოთხედფილნალში იტალიას დაამარცხებენ, ერთპიროვნული რეკორდსმენები გახდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს ბოლო 27 მატჩში 23 მოგება აქვს. ამასთან ზედიზედ 34 მატჩში გაიტანეს გოლი,...

ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო
ჩანაწერი

ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო

ეს აშკარად არ იყო კილიან მბაპეს ჩემპიონატი. მბაპე, რასაკვირველია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დეტალებში ევრო 2020-ზეც ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში, ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეჯიბრებას რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება მისთვის. ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში შვეიცარიასთან წააგო და შინ გაემგზავრა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტებში კი მეხუთე, გადამწყვეტი დარტყმა მბაპემ ითავა. მისდა სამწუხაროდ, ბურთი „გლადბახის”...

გერმანიას უემბლი დაუკეტეს
ჩანაწერი

გერმანიას უემბლი დაუკეტეს

9 ივნისს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისი „უემბლიზე“ დაუხვდება გერმანიას. ცხადია, მატჩისნწინა ტემპერატურის დუღილიც უკვე საკმარისზე მაღალია. პირველი, რაც თვალს არასასიმოვნოდ მოხვდა, ის არის, რომ გერმანელებს „უემბლიზე“ ვარჯიში აუკრძალეს. მანამდე, ამ არენის გაზონის მატჩამდე დაჭაშნიკების უფლება არც იტალიასა და ავსტრიას მისცეს. სტადიონის ხელმძღვანელობა თავს იმით იმართლებს, რომ პროგნოზით მოსალოდნელია წვიმები, რის გამოც ზედმეტი დავირთვა ბახალს ავნებს....

საქართველო ამერიკასთანაც დამარცხდა
ჩანაწერი

საქართველო ამერიკასთანაც დამარცხდა

თბილისში მიმდინარე წყალბურთელა მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. დეიან სტანოიევიჩის გუნდი ამჯერად ამერიკასთან დამარცხდა – 9:13. გადამწყვეტი გამოდგა დასაწყისი, რომელიც ჩვენებმა პირწმინდად დათმეს: პირველი მეოთხედი 1:3, ხოლო მეორე 2:5 წააგეს, რის შემდეგ სოლიდურად ჩამორჩნენ. დიდი შესვენების შემდეგ საქართველომ კი მოიგო, მაგრამ დეფიციტი სოლიდური იყო და მისი აღმოფხვრა ამერიკელებთან, თითქმის შეუძლებელი....

მატეუ ლაოსი შინ გაუშვეს
ჩანაწერი

მატეუ ლაოსი შინ გაუშვეს

როგორც IUSPORT იტყობინება, ცნობილი ესპანელი მსაჯი მატეუ ლაოსი ევრო 2020-დან გაუშვეს, მისთვის შეჯიბრება დასრულებულია. უეფას გეგმის თანახმად, ნახევარფინალებისა და ფინალისთვის ევროპის ჩემპიონატს მსაჯთა მხოლოდ ოთხი ბრიგადა უნდა შემორჩეს, ასე რომ, არბიტრები თანდათანობით გაიცხრილებიან. მატეუ ლაოსთან ერთად შინ გაუშვეს, შვედი ანდრეას ეკბერგი, პორტუგალიელი არტურ დიაში, ფრანგი კლემენტ ტურპენი, ებრაელი ორენ გრინფელდი და რუმინელი იშტვან კოვაჩი. ვინაიდან...

ეროვნულში ლიდერი ისევ შეიცვალა
ჩანაწერი

ეროვნულში ლიდერი ისევ შეიცვალა

პირველი კვლავ „დინამოა.“ დინამოელებმა საკმაოდ რთულ მატჩში დაამარცხეს სტუმრად „ტორპედო.“ ერთადერთი  გოლი 25-ე წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. ეს საიუბილეო, მე-80 ქართული დერბი გახლდათ. აქედან, მტკვრისპირელებმა 42-ედ გამარჯვეს. 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17-ჯერ კი რიონისპირელებმა მოიგეს. აი, უშუალო კონკურენტ „ბათუმს“ კი მოულოდნელად  მეზობელ „შუქურასთან“ გაუჭირდა. გახსოვთ ალბათ, წინა წრეში გეგუჩაძის შეგირდებმა ქობულეთელებს 8:1 მოუგეს. შესაძლოა, რევანშის...

კორტი, კორდა, კორდი
ჩანაწერი

კორტი, კორდა, კორდი

იქნებ გახსოვთ პეტრ კორდა, ჩოგბურთელი, რომელმაც 1998 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ჰოდა, სპორტული ოჯახი მყავსო, სწორედ ჩეხმა სპორტსმენმა უნდა დაიკვეხნოს. კორდას ერთ-ერთი ქალიშვილი, ნელი, მართალია ჩოგანს არ იქნევს, რადგან უკეთესად გოლფის ყვანჯის ქნევა და მწვანე კორდზე თამაში გამოდის. ნელი ახლახანს ატლანტაში გოლფის ტურნირის, KPMG Women’s PGA Championship-ის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგ მსოფლიო რეიტინგს სათავეში...

დე ბურის ფინიში
ჩანაწერი

დე ბურის ფინიში

ჩეხეთის ნაკრებთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე მარცხი მორიგი წყალგამყოფი აღმოჩნდება ფრანკ დე ბურისთვის. ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ფედერაცია მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას აპირებს. არადა, კაცი ბჭობდაო – ფრენკს სულ დეტალებში ჰქონდა გაწერილი ამსტერდამის არხებში საჩემპიონო სვლის სცენარი. წარსულში დე ბურს „აიაქსში“, „ინტერში“, „კრისტალ პალასში“ და ამერიკულ „ატლანტაში“ უმუშავია, ეროვნული ნაკრები კი სექტემბერში მას შემდეგ ანდეს, რაც რონალდ...

ლუკ შოუ: მოურინიუ გადამეკიდა
ჩანაწერი

ლუკ შოუ: მოურინიუ გადამეკიდა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ლუკ შოუმ ვერ გაიგო, რატომ გადაეკიდა ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ. შოუ, რომელიც ევრო 2020-ზე გერმანიასთან მერვედფინალისთვის ემზადება, გაოცდა, როდესაც წაიკითხა, თუ როგორ გააკრიტიკა მისმა, „მანჩესტერ იუნაიტედის” დროინდელმა თავკაცმა ჩეხეთის ნაკრებთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში სტანდარტული მდგომარეობების დროს უამრავი წუნის გამო. 25 წლის შოუმ თქვა: „დასამალი არ არის, რომ მე და მოურინიუ ერთმანეთს ვერ...

კარგად არტყამს კრიშტიანუ ჯარიმებს თუ ცუდად?
ჩანაწერი

კარგად არტყამს კრიშტიანუ ჯარიმებს თუ ცუდად?

90-იანი წლების ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა იან რაიტმა კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ ჯარიმებს მითი უწოდა — ევრო 2020-ის მერვედფინალში, სადაც პორტუგალიამ ბელგიასთან 0:1 წააგო, რონალდუმ სტანდარტული მდგომარეობიდან კვლავ ვერ გაიტანა. პორტუგალიელთა ლიდერმა თამაშზე დიდი გავლენაც ვერ იქონია, თუმცა საჯარიმო დარტყმით თავის გამოჩენის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. რაიტმა, რომელიც ITV-ს ექსპერტად იყო მიწვეული, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშის ჯარიმებზე ასე...