თვე: ივნისი 2021

Home 2021 ივნისი
პრეტორიაში, მსოფლიო ჩემპიონთან…
ჩანაწერი

პრეტორიაში, მსოფლიო ჩემპიონთან…

პარასკევს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისტორიულ მატჩს გამართავს. აქამდე ბორჯღალოსნებს არასდროს უთამაშიათ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მსოფლიო თასს მიღმა. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 2019 წლის ნოემბრის, ანუ მსოფლიო თასის ფინალური მატჩის შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ოფიციალური მატჩი ჯერაც არ უთამაშია და ბორჯღალოსნებთან ჯახი მათთვის ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს – მომდევნო მსოფლიო ფორუმამდე 2 წელიწადზე...

შენცა, ტონი?
ჩანაწერი

შენცა, ტონი?

უკვე შემოდგაზე საკმაოდ სახეცვლილი გერმანიის ნაკრების ხილვა მოგვიწევს. 15-წლიანი კარიერის, მუნდიალის ოქროს და ევრპირველობის ვერცხლის პატრონი იოაჰომ ლიოვი გუნდიდან მარცხით გულგატეხილი მიდის. ეს არ არის გერმანელთა ერთადერთი დანაკარგი. სანაკრებო კარიერა დაასრულა მადრიდის „რეალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. 11 წელიწადი ტონი კროოსი გუნდის სული და გული, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.

მიულერს რომ გოლი გაეტანა…
ჩანაწერი

მიულერს რომ გოლი გაეტანა…

ბევრ ცნობილ მოღვაწეს უთქვამს, ფეხბურთი მარტივი თამაშიაო. ახლა, როდესაც ევრო 2020-ის მერვედფინალში ინგლისმა გერმანიას 2:0 მოუგო, ბუნდესმანშაფტის წაგებას ზოგი იოაჰიმ ლიოვის, როგორც მწვრთნელის გამოფიტვას აბრალებს, ზოგი მის მცდარ ტაქტიკას, ზოგიც დაბალ ტემპს ანდა საფეხბურთო კავშირის კაბინეტებში არასწორად შედგენილ მრავალწლიან პროგრამას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლოა ასეცაა, მაგრამ როდესაც ინგლისი 1:0-ს იგებდა, ვეტერანი ფორვარდი თომას...

სანჩოს დღეები დაუთვალეს
ჩანაწერი

სანჩოს დღეები დაუთვალეს

„დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. მანკუნიანელებმა გერმანელებს კვირის ბოლომდე უნდა შეუთანხმონ კონტრაქტი არანაკლებ 77,4 მილიონ გირვანქაზე (90 მილიონ ევროზე). ჯეიდონ სანჩო ახალ კლუბში ბონუსების ჩათვლით კვირაში 250 ათას გირვანქაზე მეტს მიიღებს. 21 წლის ინგლისელი „დორტმუნდში“ 2017 წელს „სიტიდან“ გადავიდა და კონტრაქტის თანახმად, „ქალაქელებს“ ახალი კონტრაქტიდან სატრანფერო თანხის 15% ერგებათ. აქედან 8 მილიონი...

ისტორიული ავტოგოლი
ჩანაწერი

ისტორიული ავტოგოლი

გახსოვთ პატრიკ შიკის გოლი შოტლანდიას რომ შეუგდო? მანძილი კარამდე 45,5 მეტრი იყო და ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე შორიდან გატანილია. პედრიმ, რითი ვარ შიკზე ნაკლებიო და, მანაც საკუთარ კარში შეაგდო. მანძილი გაინტერესებთ? 44.8 მეტრი და ეს არის პირველი ავტოგოლი, რომელიც საჯარიმოს გარედან გავიდა. ცხადია, ყველაზე შორეულიც… ეს ამბავი ხორვატია – ესპანეთის ფრიად დრამატულ მატჩში მოხდა, რომელიც ესპანელებმა...

ანდერსონი: თამაშის ბედი გაძევებამ გადაწყვიტა
ჩანაწერი

ანდერსონი: თამაშის ბედი გაძევებამ გადაწყვიტა

მარკუს დანიელსონი არის 32 წლის შვედი ფეხბურთელი, რომელიც ჩინურ „დალიან პროში” თამაშობს და რომელიც უკრაინასთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ შეხვედრაში, 98-ე წუთზე, მოედნიდან გააძევეს. შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იან ანდერსონი ამბობს, რომ თამაშის ბედი უკრაინის სასარგებლოდ, სწორედ ამ გაძევებამ (ვიდეო) განაპირობა. „ჩვენ ამ ტურნირზე კარგად ვთამაშობდით და უკრაინასთან შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებდით. რად უნდა თქმა, რომ დანიელსონის გაძევებამ...

ვარანი ოლდ ტრეფორდის კართან დგას
ჩანაწერი

ვარანი ოლდ ტრეფორდის კართან დგას

ინგლისური პრესის ბოლო მონაცემებით, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „რეალი” ფრანგი მცვლის რაფაელ ვარანის თაობაზე შეთანხმდნენ. მაგალითად, „დეილი ექსპრესი” წერს, რომ კლუბებს შორის „ტოტალური შეთანხმებაა”. 28 წლის ვარსკვლავი მანჩესტერელთა თავკაცის ოლე გუნარ სულშერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ახლა, როდესაც საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ს გამოეთიშა, ვარანის საკითხი, სავარაუდოდ, მალე მოგვარდება. ვარანისა და „იუნაიტედის” ამბავს აგრეთვე ადასტურებს ესპანელი ჟურნალისტი...

ლაპორტა დაბდღეზე მესის იჩუქებს
ჩანაწერი

ლაპორტა დაბდღეზე მესის იჩუქებს

„ბარსელონამ“ ფაქტობრივად დაასრულა ლეო მესის ახალ კონტრაქტზე მუშაობა. ორწლიანი ხელშეკრულება 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო თავისუფალი აგენტი გახდება. ჟოან ლაპორტას უნდოდა, ახალი კონტრაქტის შესახებ 24 ივნისს განეცხადებინა, როცა ლეო 34 წლის გახდა, მაგრამ პროცესის დასრულება ვერ მოესწრო… თუმცა წინ კიდევ ერთი დაბადების დღეა. 29 ივნისს თავად ლაპორტას დღეობაა და...

ქარიმ ბენზემას ბრწყინვალება და მარცხი
ჩანაწერი

ქარიმ ბენზემას ბრწყინვალება და მარცხი

ევრო 2020-ის მერვედფინალების ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია შვეიცარიის ნაკრების მიერ, ფავორიტის, საფრანგეთის დამარცხება და შეჯიბრებიდან გამოთიშვა იყო. ანგარიში შვეიცარიელმა ჰარის სტეფანოვიჩმა გახსნა, რის შემდეგაც მის თანაგუნდელებს ანგარიშის ორამდე გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ — საფრანგეთის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ეს მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე მოხდა, მაგრამ რიკარდო როდრიგესმა ვერ გაიტანა, მისი დარტყმული უგო ლორისმა მოიგერია. ამას, საფრანგეთის ნაკრებისა...

გაიქცა, გოგო გაიქცა
ჩანაწერი

გაიქცა, გოგო გაიქცა

ამერიკელი მძლეოსანი, 21 წლის სიდნი მაკლაფლინი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 400 მეტრი ბარიერებით დისტანცია 52 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა. ეს მოხდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე, სადაც მაკლაფლინმა 51.90 წამში გაირბინა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ადრე რეკორდსმენი მისივე თანამემამულე, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დალაილე მუჰამადი იყო, ვინაც 2019 წელს ამავე დისტანცია 52.16...