ამერიკელი მძლეოსანი, 21 წლის სიდნი მაკლაფლინი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 400 მეტრი ბარიერებით დისტანცია 52 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა.
ეს მოხდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე, სადაც მაკლაფლინმა 51.90 წამში გაირბინა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ადრე რეკორდსმენი მისივე თანამემამულე, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დალაილე მუჰამადი იყო, ვინაც 2019 წელს ამავე დისტანცია 52.16 წამში დაფარა.
ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. ვნახოთ, რა შედეგს მიაღწევს ახალი რეკორდსმენი იაპონიაში.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
