ევრო 2020-ის მერვედფინალების ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია შვეიცარიის ნაკრების მიერ, ფავორიტის, საფრანგეთის დამარცხება და შეჯიბრებიდან გამოთიშვა იყო. ანგარიში შვეიცარიელმა ჰარის სტეფანოვიჩმა გახსნა, რის შემდეგაც მის თანაგუნდელებს ანგარიშის ორამდე გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ — საფრანგეთის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ეს მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე მოხდა, მაგრამ რიკარდო როდრიგესმა ვერ გაიტანა, მისი დარტყმული უგო ლორისმა მოიგერია.
ამას, საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის” ფორვარდის ქარიმ ბენზემას ორწუთიანი ბრწყინვალება მოჰყვა. მან ორი გოლი შეაგდო, თუმცა ესთეტიკის თვალსაზრისით ამ ორი წუთის განმავლობაში ყველაფერს პირველი გოლის ეპიზოდში მის მიერ ბურთის მიღების ორიგინალური ხერხი სჯობდა. ფეხბურთის გურმანებს ამ ეპიზოდს ქვემოთ ვთავაზობთ.
რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, 75-ე წუთზე პოლ პოგბამ სამამდე გაზარდა ანგარიში, თუმცა შვეიცარიელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და 81-ე წუთზე ისევ სტეფანოვიჩმა, 90-ზე კი მარიო გავრანოვიჩმა ფრანგებს გოლები გაუტანეს — 3:3. პენალტებში გაიმარჯვა შვეიცარიამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
