ინგლისური პრესის ბოლო მონაცემებით, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „რეალი” ფრანგი მცვლის რაფაელ ვარანის თაობაზე შეთანხმდნენ. მაგალითად, „დეილი ექსპრესი” წერს, რომ კლუბებს შორის „ტოტალური შეთანხმებაა”.
28 წლის ვარსკვლავი მანჩესტერელთა თავკაცის ოლე გუნარ სულშერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ახლა, როდესაც საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ს გამოეთიშა, ვარანის საკითხი, სავარაუდოდ, მალე მოგვარდება.
ვარანისა და „იუნაიტედის” ამბავს აგრეთვე ადასტურებს ესპანელი ჟურნალისტი პიპი ესტრადა, რომელმაც ამ საკითხზე EL Chiringuito TV-ში ილაპარაკა.
მეორე მხრივ, ესტრადას კოლეგამ, ედუ აგუირემ თქვა, რომ სერხიო რამოსის გაშვების შემდეგ „რეალს” ვარანის გაყიდვა შეიძლება აღარ მოუნდეს, რადგან ფაქტობრივად ცენტრალური მცველის გარეშე რჩება.
ცნობილია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” ფრანგის გადაბირება ჯერ კიდევ ათი წლის წინ უნდოდა, როდესაც გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი ედგა სათავეში.
ამასობაში, ინგლისში უკვე ვარანის მანჩესტერულ ნომერზე ფიქრობენ. წერენ, რომ თუ „ოლდ ტრეფორდს” მისი თანამემამულე პოლ პოგბა დატოვებს (ლაპარაკია პოგბას „იუვენტისში” დაბრუნებაზე), გათავისუფლდება 6 ნომერი, რომელიც ვარანს გადაეცემა.
რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის მფლობელია. ის სამჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში კი 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
