თვე: ივნისი 2021

Home 2021 ივნისი
პერესი: ჩვენ სერხიოს ვუთხარით, რომ შეთავაზებას ვადა ჰქონდა
ჩანაწერი

პერესი: ჩვენ სერხიოს ვუთხარით, რომ შეთავაზებას ვადა ჰქონდა

სეზონის ბოლოს, „რეალმა” ორი დიდი ფიგურა დაკარგა — მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და კაპიტანი სერხიო რამოსი. ორივე მათგანის წასვლას ერთი რამ ჰქონდა საერთო, ორივე საქმეში ამა თუ იმ ფორმით გარეული იყო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და იკვეთებოდა მასთან კონფლიქტის კონტურები. El Transistor de Onda Cero-თან ინტერვიუში პერესი ორივე თემას შეეხო, თუმცა დეტალებში მაინც არ შესულა. რამოსმა...

გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ
ჩანაწერი

გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ

გერმანელი ფანები გაოგნებულები დარჩნენ — მათ შეიტყვეს, რომ „უემბლიზე”, ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩს ინგლისისა და მათი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ვერ დაესწრებიან. თამაში სამშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. დამნაშავე, ფორმალურად, კორონაა. იმისათვის, რომ გერმანელებს მატჩამდე ხუთდღიანი კარანტინი მოეთავებინათ, ლონდონში ოთხშაბათს, 23 ივნისს მაინც უნდა ჩასულიყვნენ ანუ, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ არ იყო ცნობილი ფლეი-ოფში...

უეფამ სტუმარს გოლი წაართვა
ჩანაწერი

უეფამ სტუმარს გოლი წაართვა

უეფამ ჯერ კიდევ 56 წლის წინ, 1965 წელს დაადგინა წესი, რომლის მიხედვით, სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა ენიჭებოდა. ანუ, თუ ფლეი ოფის ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდებოდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, რომელიც გასვლით მატჩში მეტ გოლს გაიტანდა. ამ წესს ბოლოს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და როგორც ჩანს, უეფამაც შეატყო დისკომფორტი და 2021-2022 წლის უეფას ეგიდით გამართულ...

გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს
ჩანაწერი

გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა. კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრიტანელ ევა შოუსთან (6:2, 6:2) გამარჯვების შემდეგ, ჩვენებური ამერიკელი კრისტი ანისთან დამარცხდა – 2:6, 3:6. შეგახსენებთ, რომ ტურნირს უფრო ადრე მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა, ვინაც საკვალიფიკაციოს პირველ წრეში რუს ვარვარა ფლინკთან წააგო – 4:6, 6:2, 4:6. შედეგად, უიმბლდონის გათამაშებას 2 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა:...

კოუტინიო არავის გინდათ?
ჩანაწერი

კოუტინიო არავის გინდათ?

„ბარსელონას“ ბოსებს დიდი სურვილი ჰქონდათ, პორტუგალიელი ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულსვე გაეყიდათ, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელის მსურველი კლუბი არ ჩანს. კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წელს „ლივერპულიდან“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა და ბონუსების ხარჯზე თანხა შეიძლებოდა 160 მილიონამდე გაზრდილიყო. ახლა „ბარსელონა“ 50 მილიონზეც თანახმაა – სწორედ ამდენი დარჩა „ლივერპულისთვის“ გადასახდელი იმ ტრანსფერიდან. პანდემიამ და ფინანსურმა კრიზისმა კი პორტუგალიელი...

ფარა ოლიმპიადაზე ვერ მიდის
ჩანაწერი

ფარა ოლიმპიადაზე ვერ მიდის

ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 10.000 მეტრ დისტანციაზე მორბენალი, ბრიტანელი მო ფარა, ჯერჯერობით, ლიცენზიის გარეშეა. ევროპის თასზე, რომელიც ბირმინგემში გაიმართა ფარა ფინიშტან მე-8 მივიდა. მისი დრო 27 წუთი და 50 წამი იყო, როდესაც სალიცენზიო დრო 27 წუთი და 28 წამია. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ ეს ფარას პირველი წაგებული ტურნირია. ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, ბრიტანელს ცოტა დრო...

ბრაზილიის 100 წუთი
ჩანაწერი

ბრაზილიის 100 წუთი

ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფლეი-ოფი იწყება, ოკეანის გადაღმა მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ კი ჯერაც ჯგუფური ეტაპი მიდის. მეოთხე ტურში სრულიად ტურნირის მატჩი-მშვენება გაიმართა. კოლუმბიელთა ჯიგრიანი კრებული თითქმის ბოლომდე უგებდა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ბრაზილიას. შეცვლაზე შესულმა ბობი ფირმინომ მხოლოდ 78-ზე გაქვითა. მერე კი კაზიმირომ გამარჯვებისაც გაიტანა. გოლი ოფიციალურად 90-ე წუთზე აღირიცხა, თუმცა ამ დროს მე-10 დამატებული წუთი მიდიოდა. თითქოს...

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა
ჩანაწერი

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა

მართალია, ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთის გუნდს ევრო 2020-ის E ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში, 5:0 მოუგო და ცხრილში შვედეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ პენალტი კვლავ ვერ გაიტანა. ახლა, „ლა როხას” ზედიზედ ხუთი თერთმეტმეტრიანი აქვს ქარისთვის გატანებული. სლოვაკებთან ალვარო მორატამ ვერ ივარგა. ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, როდესაც მას პენალტი „ნიუკასლის” მეკარემ მარტინ დუბრავკამ აუღო. პენალტების აცილებას...

ბოთლი ესროლეს, კაცი შეუვარდა, ლუდით გაწუწეს
ჩანაწერი

ბოთლი ესროლეს, კაცი შეუვარდა, ლუდით გაწუწეს

კრიშტიანუ რონალდუს ბუდაპეშტში, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს ჯერ ტრიბუნიდან „კოკა-კოლას” ბოთლი ესროლეს, შემდეგ კი მოედანზე მაყურებელი შევარდა და დაცვას მოუხდა მისი დაკავება. რონალდუს აგრეთვე დააყარეს პლასტიკატის ჭიქები, როდესაც მან „ლურჯებს” მეორე პენალტი გაუტანა — პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრა დასრულდა 2:2. ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიის ნაკრები კვირას, 27 ივნისს, სევილიაში ბელგიას ეთამაშება, საფრანგეთი კი ორშაბათს,...

დემბელეს ფიფა უმკურნალებს
ჩანაწერი

დემბელეს ფიფა უმკურნალებს

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და უკვე დატოვა დიდიე დეშამის გუნდის ბანაკი. დემბელეს მკურნალობა ოთხ თვეს გასტანს, ხარჯებს კი ფიფა გაიღებს. ფიფასვე წესებით, თუ ფეხბურთელი ტრავმას საერთაშორისო კალენდარში შემავალი ტურნირისას მიიღებს, მის კლუბს კომპენსაცია ერგება. თუ მკურნალობას 28 დღეზე მეტი სჭირდება, კომპენსაცია დღეში 21 ათასი ევროა. შესაბამისად, “ბარსელონა” დემბელეს სამკურნალოდ დაახლოებით 2,5...