რა გითხრათ, რით გაგახაროთო?! ძაან მოძველდა, ისევე, როგორც ქართული ფეხბურთი. ბიჭებო, ქართულმა ფეხბურთმა ქარიან-წვიმიანი და უცხელისწყლო სტადიონები გამოიარა, მაგრამ არ გვრცხვენოდა. ჰო, მერე ცოტას ვალამაზებდით, მაგრამ ყურებად ღირდა… ახლა კი რა ხდება?! აგვიხსენით ვინმემ, სპორტის ამ სახეობას რა ჰქვია? კლუბმა საკუთარი უნიათობა და დახარჯული მილიონები უნდა გვაყვედროს?! ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო პროგრამა და ბიუჯეტის მილიონები?! თქვით,...
წელი: 2020
ბარსა კუმანს ჩააბარეს
გადაწყვეტილი ამბავია – რონალდ კუმანი „ბარსელონას“ გაწვრთნის. 57 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და კატალონიურ კლუბს 2022 წლის ზაფხულის ჩათვლით უთავკაცებს. ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია დღეს შედგება და ყველა სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაივლის. ფეხბურთელის რანგში კუმანმა „ბარსელონას“ მაისური 1989-95 წლების ჩათვლით მოირგო. 4-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 3-ჯერ – სუპერთასის, ხოლო თითოჯერ სამეფო თასი, ჩემპიონთა თასის და...
პსჟ, ნაგელსმანი, მათემატიკა
მსურველმა ყველაფერი ნახა. ფაქტია, რომ ფრანგულმა პსჟ-მა გერმანული „ლაიფციგისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა (3:0) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ემოციები უკვე ჩაცხრა. ახლა მარტო ციფრები იყოს: – ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო, რაც არ არის გასაკვირი. „ლაიფციგი“ 11 წლის წინ დაარსდა. – 2008 წელს ამ გუნდების მწვრთნელები თომას ტუხელი და იულიან ნაგენსმანი „აუგსბურგი II“-ს...
ნეიმარს ფინალში არ ათამაშებენ?
ახლა, ნეიმარს ფინალში არ ათამაშებენ? მან „პარი სენ ჟერმენისა” და „ლაიპციგის” ნახევარფინალის დამთავრების შემდეგ მარსელ ჰასტენბერგს მაისური გაუცვალა, ეს კი უეფას კორონარეგულაციების დარღვევაა. ფრანგულმა კლუბმა გერმანულს 3:0 მოუგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და იქ „ბაიერნსა” და „ლიონს” შორის გამარჯვებულს ელოდება. უეფას 31 გვერდიან პროტოკოლში კი წერია: „მოთამაშეებს ეძლევათ რეკომენდაცია მაისურები არ გაცვალონ”. ამ დოკუმენტს ჰქვია...
მესის პასს ხშირად რატომ აძლევო
„სან პაულუს” მცველმა, 37 წლის ვეტერანმა დანი ალვეშმა SportTV-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ უსაყვედურა პეპ გვარდიოლამ ლეო მესისთვის პასების ხშირი გადაწოდება. ეს, ცხადია, ძველი ამბავია, როდესაც თავად ალვეში ჯერაც „ბარსელონაში” თამაშობდა, ხოლო გვარდიოლა „ბლაუგრანას” წვრთნიდა. „გვარდიოლასთან არაერთი პრობლემა მქონდა. განსაკუთრებით, როდესაც ბურთთან ერთი შეხებით თამაშს მთხოვდა. მე ყოველთვის ვცდილობდი პასი მესისთვის მიმეწოდებინა, გვარდიოლა კი ბრაზდებოდა. ერთ...
ჯო მამალი
„ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარის, ჯო ჰარტის დამატების შესახებ დაწერა. 34 წლის ჰარტმა „მამლებთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ჩრდილოლონდონელებმა ის მუქთად მიიღეს, რადგან თავისუფალი აგენტი იყო. ჰარტის ბოლო კლუბი „ბარნლი“ გახლდათ, რომელშიც 2018 წლიდან თამაშობდა. მაგრამ უფრო ცნობილი ის „მანჩესტერ სიტიში“ თამაშითაა. 2006-18 წლებში ქალაქელებთან ერთად მან ექვსი ჯილდო, მათ...
ტარემ დავიდ სილვას კაცობა დაუწუნა
„ლაციოს“ სპორტულმა დირექტორმა, ალბანელმა იგლი ტარემ ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ შუახაზელის დავიდ სილვას „რეალ სოსიედადში“ გადასვლის თაობაზე გაუზიარა აზრი. „ვიცი სილვას „სოსიედადში“ გადასვლის შესახებ. როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კაცობისა რა მოგახსენოთ,“ – წერია „ლაციოს“ ოფიციალურ საიტზე. საქმე ის არის, რომ სილვა „ლაციოსთნ“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. „არწივებმა“ 34 წლის შუახაზელს მოსაფიქრებლად დრო მისცეს, მაგრამ ბოლო დღეებში...
ვენგერს ფეხბურთი მოენატრა
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩიბაროს. 70 წლის ფრანგი სპეციალისტი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას და განუცხადა, რომ მზად არის ამ პოსტზე რონალდ კუმანი შეცვალოს, რომელიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ თავკაცი გახდება. ადრე ისიც დაიწერა, რომ ვენგერმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა. ვენგერის ბოლო სამუშაო FIFA-ში იყო, სადაც ფეხბურთის გლობალური...
ფლეი ოფი რეკორდებით
„იუტა ჯაზის“ მცველმა დონოვან მიჩელმა „დენვერთან“ წაგებულ შეხვედაში (125:135) 57 ქულა ჩააგდო. დონოვანი გახდა პირველი კალათბურთელი ფლეი ოფების ისტორიაში, რომელმაც წაგებულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო. საერთოდაც მიჩელმა ფლეი ოფებში მესამე შედეგი აჩვენა – მასზე მეტი ქულა მხოლოდ მაიკ ჯორდანსა (63) და ელჯინ ბეილორს (61) აუღიათ. ლუკა დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ წაგებულ მატჩში (110:118) საკუთარ...
ყოფილი მანჩესტერელი ლუკაკუ ფინალშია!
ევროლიგის მეორე ნახევარფინალში „ინტერმა” „შახტარს” 5:0 მოუგო და ახლა, ფინალში, „სევილიას” შეხვდება. ფინალი 21 აგვისტოს არის დანიშნული. მილანელთაგან უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მანვე შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა, თუმცა დღეს გვინდა ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც 27 წლის თავდამსხმელმა, მატჩის შემდეგ, თავის ყოფილ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედზე” თქვა, რადგან „ინტერისა” და „შახტარის” მატჩზე...









