ახლა, ნეიმარს ფინალში არ ათამაშებენ? მან „პარი სენ ჟერმენისა” და „ლაიპციგის” ნახევარფინალის დამთავრების შემდეგ მარსელ ჰასტენბერგს მაისური გაუცვალა, ეს კი უეფას კორონარეგულაციების დარღვევაა.
ფრანგულმა კლუბმა გერმანულს 3:0 მოუგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და იქ „ბაიერნსა” და „ლიონს” შორის გამარჯვებულს ელოდება.
უეფას 31 გვერდიან პროტოკოლში კი წერია: „მოთამაშეებს ეძლევათ რეკომენდაცია მაისურები არ გაცვალონ”.
ამ დოკუმენტს ჰქვია „თამაშის დაბრუნების პროტოკოლი” და ის ივლისში გამოქვეყნდა.
ერთი შეხედვით ფრაზაში „მოთამაშეებს ეძლევათ რეკომენდაცია” საშიში არაფერია, მაგრამ პროტოკოლს ბოლოში დართული აქვს დამატებები, სადაც ნათქვამია: „რეგულაციების დარღვევამ შეიძლება სადისციპლინო ზომების ამოქმედება გამოიწვიოს”.
ადრე, ჯერაც კორონაუმოქმედობის დროს გამოქვეყნებულ ცნობებში ეწერა, რომ ლისაბონის ტურნირის დროს მაისურების გაცვლა მოთამაშეთა 12 დღიანი თვითიზოლაციის წინაპირობა გახდებოდა. ოფიციალურ პროტოკოლში თვითიზოლაციის ვადა განსაზღვრული არ არის.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს გახლავთ დანიშნული ანუ პსჟ-სა და „ლაიპციგის” თამაშიდან ხუთი დღის შემდეგ. ხუთი დღე კი covid 19-ის საინკუბაციო პერიოდზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
28 წლის ნეიმარი ლისაბონის „და ლუჟის” სტადიონზე გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში პარიზელთა გუნდის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. „ბარსელონასგან” 200 მილიონ ევროდ ნაყიდმა ბრაზილიელმა „ლაიპციგის” კარის ძელს ორჯერ გაარტყა ბურთი, შემდეგ კი დი მარიას ჩინებული ქუსლური პასი მიაწოდა (იხ. ვიდეო), რისი წყალობითაც ანგარიში გახდა 2:0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
