„სან პაულუს” მცველმა, 37 წლის ვეტერანმა დანი ალვეშმა SportTV-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ უსაყვედურა პეპ გვარდიოლამ ლეო მესისთვის პასების ხშირი გადაწოდება. ეს, ცხადია, ძველი ამბავია, როდესაც თავად ალვეში ჯერაც „ბარსელონაში” თამაშობდა, ხოლო გვარდიოლა „ბლაუგრანას” წვრთნიდა.
„გვარდიოლასთან არაერთი პრობლემა მქონდა. განსაკუთრებით, როდესაც ბურთთან ერთი შეხებით თამაშს მთხოვდა. მე ყოველთვის ვცდილობდი პასი მესისთვის მიმეწოდებინა, გვარდიოლა კი ბრაზდებოდა. ერთ დღესაც ვუთხარი: მე შენს საყვედურს არ ვიზიარებ. ხომ იცი, თუკი მესი თუნდაც ორი წუთის განმავლობაში ბურთს არ მიიღებს, შეხვედრას გამოეთიშება. გვინდა ჩვენი სტილით თამაში? მაშინ ის მაქსიმალურად დატვირთული უნდა იყოს. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ ის დანარჩენ გუნდთან ერთად იყოს საქმეში ჩართული.
პეპი დამეთანხმა. მან მითხრა: მართალი ხარ, ამ ტიპის ფეხბურთელები სულ ბურთთან უნდა იყვნენ”.
შემდეგ, სიტყვა ალვეშის თანამემამულე ნეიმარზე ჩამოვარდა.
„ნებისმიერი გუნდი უნდა ცდილობდეს მესის, ისევე როგორც კრიშტიანუს ძალა და უნარი მაქსიმალურად გამოიყენოს. იგივე უნდა ითქვას ნეიმარზეც. ისინი სხვადასხვანაირი ფეხბურთელები არიან, მაგრამ რაც უფრო ჩააბამ თამაშში, მით უფრო მეტ სარგებელს მოგიტანენ. აქ მათი ეგო არაფერ შუაშია.
ვფიქრობ, ნეიმარი ყველაზე საშიში მაშინ არის, როდესაც შუაში დგას და წინ იქიდან მიიწევს. მე ყოველთვის ვცდილობდი ის ასეთ თამაშზე წამექეზებინა. რაც უფრო სწორ, სათავისო პოზიციაშია, მით უფრო ჩართულია შეხვედრაში და მისთვის ბურთის ხშირად მიწოდებაც უფრო ადვილია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
სიახლეები02/09/2026 | 09:07გერმანელი იუვენტუსში
მთავარი ამბავი02/09/2026 | 08:22ფერნანდესი ისევ მარესკასთან წავიდა
