„ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარის, ჯო ჰარტის დამატების შესახებ დაწერა.
34 წლის ჰარტმა „მამლებთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ჩრდილოლონდონელებმა ის მუქთად მიიღეს, რადგან თავისუფალი აგენტი იყო.
ჰარტის ბოლო კლუბი „ბარნლი“ გახლდათ, რომელშიც 2018 წლიდან თამაშობდა. მაგრამ უფრო ცნობილი ის „მანჩესტერ სიტიში“ თამაშითაა. 2006-18 წლებში ქალაქელებთან ერთად მან ექვსი ჯილდო, მათ შორის ორჯერ პრემიერლიგის ჩემპიონობა მოიპოვა. იჯარის წესით უთამაშია „ტრანმირ როვერსში“, „ბლექპულში“, „ბირმინგემ სიტიში“, „ტორინოსა“ და „ვესტ ჰემში“.
ინგლისის ნაკრებში 2008-17 წლებში იძახებდნენ.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
