რა უნდა დაგიშავოს შვილმა, რომ სახელად მარქსი დაარქვა და გვარად ლენინი მისცე? არადა, მისი სრული სახელი მარქს ლენინ დუშ სანტუშ გონსალვეშია, ბრაზილიური „ფლამენგოს“ აღზრდილი, ბრაზილიის ჭაბუკთა ნაკრებშიც რომ უბურთავია. ის რუსულ ტოლიატის „აკრონისთვის“ ცოდოც კია, სადაც ამას წინათ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ამბობს, მარქსი მამაჩემის – ანტონიო მარკესის პატივსაცემად დამერქვა და...
წელი: 2020
ჯობია ვთქვათ: ასეთია ფეხბურთი
„ტოტენჰემი” „ვესტ ჰემს” 3:0-ს უგებდა მაგრამ… 3:3 ითამაშა. „სფურზის” გაბრაზებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავის ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ სისუსტეში დასდო ბრალი, თუმცა რისი მოურინიუ იქნებოდა იქვე მეტოქეც რომ არ გაეკენწლა — „ვესტ ჰემს” რასაკვირველია გაუმართლაო, თქვა მან. უცნაურია, რომ პორტუგალიელმა ისიც დასძინა — გაუმართლა, მაგრამ იმსახურებდაო. გარეთ ბეილისთვის ეს გახლდათ ახალგაზრდობის კლუბში დაბრუნების დღე, რომელიც ჩაუმწარდა. როდესაც...
რვა ან ცხრა თვეო
მერსისაიდულ დერბიში „ევერტონის” მეკარესთან ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შედეგად, „ლივერპულის” ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს. თამაში, რომელიც 2:2 დამთავრდა 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც „წითლების” სუპერვარსკვლავი ძლიერად შეასკდა მეტოქის გოლკიპერს. ის შაბათსვე წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ ვან დაიკმა მუხლის მყესები დაიზიანა. მაშინვე ითქვა, რომ მცველს...
კორონამ ელიგაც გადადო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი, თბილისური დერბი „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის გადაიდო. საქმე ის არის, რომ „ლოკომოტივის“ მწვრთნელებს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიუვიდათ. COVID 19-ის ტესტმა დადებითი პასუხი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტს ლაშა ჭაღიაშვილს და ფიზ-მომზადების მწვრთნელს, იტალიელ რიკარდო დე ვივოს უჩვენა. მწვრთნელების მდგომარეობა სტაბილურია.
იბრას 4 წუთი
ყველა ტურნირები რომ მოვითვალოთ, მილანურ დერბიში „მილანს“ 2017 წლის შემდეგ „ინტერისთვის“ ერთხელაც არ მოეგო. და აჰა, წუხელ ნავსი გატყდა და ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვების შემოქმედი, თუ არა ბებერი იბრა? შვედმა ვეტერანმა „ინტერამდე“ კორონავირუსი დაჯაბნა, მერე კი დუბლის შესასრულებლად 4-წუთიანი ინტერვალი იკმარა. ეს ყველაფერი მე-16 წუთამდე მოხდა. შვედმა ჯერ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტის მოგერიება არ შეარგო...
კორონაზარალი
კორონავირუსმა დიდი გავლენა მოახდინა NBA-ს გასულ სეზონზე. რეგულარული სეზონი შემცირდა, გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული „ბაბლის“ სისტემით, ერთ ქალაქში გაგრძელდა და უმაყურებლოდ ჩამთავრდა. ცხადია, ამ ყველაფერმა, გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ბუღალტერია იმიტომ მოიგონეს, რომ ეს ყველაფერი დაეთვალათ. ჰოდა, სპეციალისტები ჩამოსხდნენ და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დანაკარგები დაიანგარიშეს. ჯამში, 30-მა კლუბმა 694 მილიონი დოლარი დაკარგა. ყველაზე მეტი სეზონის...
რომა ფონსეკას აპრესინგებს
„რომას“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას მუშაობით და ლაპარაკით უკმაყოფილოა. იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ თუ დღეს რომაელები „ბენევენტოს“ ვერ დაამარცხებენ, ფონსეკას კარისკენ მითითონ. თუმცა, საქმე მარტო შედეგში არ არის. უკმაყოფილება ფონსეკას ინტერვიუმ გამოიწვია, რომელიც კლუბთან შეუთანხმებლად მისცა მედიას. ამასთან, ინტერვიუში ფონსეკამ „რომას“ სატრანსფერო ბაზარზე ჩატარებული სამუშაო გააკრიტიკა. – ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რეალობას...
ევრო თავდაყირა
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გაისად გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ყველაფერი რიგზე ვერ არის, კორონავირუსმა ბევრი რამ აურია და შესაძლოა, კიდევ აურიოს. – ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება. თუმცა შესაძლოა, მასპინძელი ქალაქების რიცხვი შემცირდეს. ანუ, ევრო-2020 არა 12 ქალაქში, არამედ 11-ში, ან 6-ში, ან 5-ში გაიმართოს. არაა გამორიცხული, რომ ერთ კონკრეტულ...
რეალმა ვერ ივარგა
„ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის ჩოკო ლოსანოს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა „რეალისა” და „კადისის” შეხვედრაში — მადრიდელებმა შინ წააგეს. საგოლე პასი ლოსანოს თავით ვეტერანმა ალვარო ნეგრედომ დაუგდო. ნეგრედოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 35 წლის მიუხედავად, ჩინებულად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონს ბევრი პრობლემა შეუქმნა: მისი დარტყმული ჯერ სერხიო რამოსმა გამოიტანა კარის ხაზიდან, შემდეგ კი თავით ცოტათი ააცილა მიზანს. „კადისი”...
კუმანის პირველი მარცხი
„ბარსელონამ” რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველად წააგო — შეხვედრის ერთადერთი გოლი მადრიდში, სტადიონ „კოლისეუმ ალფონსო პერესზე”, „ხეტაფეს” თავდამსხმელმა ხაიმე მატამ პენალტით გაიტანა. ანგარიში ანგარიშად, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის იყო, რომ „ბლაუგრანამ” მისთვის სასურველ თამაშის რიტმს ვერა და ვერ მიაღწია. „ბარსელონას” შემადგენლობაში თვალშისაცემი იყო რამდენიმე ცვლილება. მაგალითად, პედრის მხარდამხარ, პირველად ითამაშა ოსმან დემბელემ, ხოლო დაცვის მარცხენა...









