ვაღიაროთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. ფეხბურთი უმაყურებლოდ? სულ ორჯერ მქონდა „ბედნიერება“, უმაყურებლო ფეხბურთისთვის ტრიბუნიდან მეყურებინა. ვაღიარებ: სჯობს, მეტოქის ფანებით გადაჭედილ სტადიონზე სტუმრად ითამაშო, ვიდრე შინ, მაგრამ სიცარიელის გენიალური აკუსტიკის თანხლებით. სპორტი სანახაობაა, რომელსაც მაყურებელი და ცოცხალი ემოცია სჭირდება. ტელეეკრანს მიღმა დარჩენილი ემოცია სათვალავში არ მიიღება. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,...
წელი: 2020
ძნელია, როცა გადაღმა მდგომი კაცი გძულს
არსენ ვენგერმა, რომელიც ინგლისში თითქოს მივიწყებული იყო, მაგრამ ბოლოხანს კვლავ გამოჩნდა საინფორმაციო საშუალებებში, თქვა, რომ მისი დაპირისპირება კოლეგებთან, ალექს ფერგიუსონსა და ჟოზე მოურინიუსთან ხშირად ზღვარს სცდებოდა. მოგეხსენებათ, ფრანგი 22 წლის განმავლობაში „არსენალს” ედგა სათავეში. 1996 წელს, მისმა ინგლისში გამოჩენამ პირველი „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გააღიზიანა. ვენგერი: „ჩემი და ალექსის მეტოქეობა?.. მე გახლდით...
გამოიღეთ მაგუაირი ღუმელიდან
რიო ფერდინანდმა ოლე გუნარ სულშერს მოუწოდა, ჰარი მაგუაირი „ღუმელიდან გამოიღოს”. ეს გამოთქმა ქართულ ენას მთლად ვერ ერგება, მაგრამ აზრი გასაგებია. „მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჯერ კიდევ ზაფხულში, საბერძნეთში გაეხვა შარში, როდესაც ბარში იჩხუბა და საპატიმროში მოხვდა, ორიოდ დღის წინ კი ინგლისისა და დანიის შეხვედრის 32-ე წუთზევე მიიღო მეორე ყვითელიბარათი და თანაგუნდელები მოედანზე უმცირესობაში დატოვა, რის...
ბლატს საუკეთესო ყოველთვის ჰყავს
„კლივლენდ კავალიერსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, დევიდ ბლატმა ყოფილი შეგირდის, ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და მისი როლი კალატბურთის ისტორიაში შეაფასა. – ყოველთვის მეკითხებიან ითვლება თუ არა ლებრონი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად. ჩემი შეხედულებით, საუკეთესოდ ერთი კალათბურთელის აღიარება არ შეიძლება. ყველა ათწლეულს თავისი სუპერგმირი ჰყავდა და მათი შედარება, მინიმუმ არასერიოზულია. ვფიქრობ, 60-იან წლებში ასეთები იყვნენ უილტ ჩემბერლენი...
იფრინე პატარავ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიამ 4:2 მოუგო პერუს. 28 წლის ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მეორე ადგილზე აინაცვლა. ახლა მის ანგარიშზე 64 გოლია. ნეიმარმა უკან რონალდო (62) მოიტოვა. წინ კი მხოლოდ ფეხბურთი მეფე პელეა (77). რონალდომ ნეიმარს მიღწევა საკუთარ ინსტაგრამზე მიულოცა. – ნეიმარ, ყველა მხრივ გაფასებ. შენ ბევრს...
37 წლის შემდეგ
წუხელ, ერთა A ლიგის მეორე ჯგუფის მატჩში, დანიის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ინგლისის კაცნაკლული ეროვნული გუნდი. მსაჯმა 32-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ჰარი მაგუაირს. ინგლისის ნაკრებისთვის ეს მორიგი სამარცხვინო დღე იყო. საზიზღრად ითამაშა ყველამო. ერადერთი გოლი კრისტიან ერიკსენმა 35-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ეს შედეგი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა. დანიელებს „უემბლიზე“ 37 წელიწადი აღარ მოეგოთ. 1983 წლის...
ინგლისმა წააგო, ფანები ვენგერს ითხოვენ!
ინგლისელი ფანები ფეხბურთის ასოციაციას ნაკრების მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის გაშვებას და მის ნაცვლად არსენ ვენგერის დანიშვნას სთხოვენ. გულშემატკივარმა გუშინ, შინ, დანიასთან 0:1 წაგება ვერ აიტანა და მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია — საუთგეიტი შანსს აღარ იმსახურებს. ეს იყო ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ისლანდიაში 2:1 მოიგო. ამრიგად, ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე...
პარადოქსი და ვაისი
გულდასაწყვეტიაო, რომ ვთქვათ, არაფერი გამოვა ნათქვამი. ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები მოსაგებს ბოლო სამ წუთში ატანს ქარს. შეიძლება მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. მით უმეტეს, კაცნაკლულ მეტოქესთან. ვლადიმირ ვაისმა მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ისედაც ბევრ კითხვას გასული ერთი კვირის განმავლობაში ძახილის ნიშანი დაუსვა. სამი შეხვედრა. სამი მეტოქე. სამივე ანტიფეხბურთის კი არადა, საერთოდ ვერ...
რონალდუ: ჩამსვით კარანტინში
თუკი ჯანდაცვის ორგანოები ნებას დართავენ, კრიშტიანუ რონალდუ უკვე ხვალ ჩაფრინდება იტალიაში და გადავა კარანტინში ტურინის „იუვენტუსის“ ბაზაზე. მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა სკანდალით დატოვა კლუბის ბაზა და ნაკრების დასახმარებლად გაფრინდა. ამის შემდეგ პორტუგალიელის კოვიდ-ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა, მაგრამ ეს განაჩენი არ არის. პორტუგალიური 14-დღიანისგან განსხვავებით, იტალიური სამედიცინო პროტოკოლი 10-დღიან კარანტინს ითვალისწინებს. ასეთ პირობებში კრიშტიანუ მოასწრებს მატჩამდე 72 საათით...
ნეიმარზე წინ მხოლოდ პელეა
მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ბრაზილიამ პერუ 4:2 დაჯაბნა. შეხვედრა ჰეთ-თრიქით დაასრულა ნეიმარმა, ვინაც ჯერ ორი პენალტი აქცია გოლად, მატჩის ბოლოსკენ კი თამაშიდანაც გაიტანა. ამით ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 64-მდე გაიზარდა და ორით გადაასწრო რონალდოს. უფრო მეტი გოლი ბრაზილიის სახელით (77 გოლი) მხოლოდ პელეს აქვს გატანილი. ისეთი პირი უჩანს, ნეი მეფესაც გადაასწრებს და ამას...









