მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ბრაზილიამ პერუ 4:2 დაჯაბნა. შეხვედრა ჰეთ-თრიქით დაასრულა ნეიმარმა, ვინაც ჯერ ორი პენალტი აქცია გოლად, მატჩის ბოლოსკენ კი თამაშიდანაც გაიტანა. ამით ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 64-მდე გაიზარდა და ორით გადაასწრო რონალდოს.უფრო მეტი გოლი ბრაზილიის სახელით (77 გოლი) მხოლოდ პელეს აქვს გატანილი. ისეთი პირი უჩანს, ნეი მეფესაც გადაასწრებს და ამას თავისი ახსნა აქვს: შეიცვალა საერთაშორისო ტურნირების საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების ფორმატი, რამაც სანაკრებო მატჩების რაოდენობა გაზარდა.
გაცილებით ხშირია, ამხანაგური შეხვედრებიც, თუმცა ეს მის მიღწევას ვერანაირად ვერ აკნინებს. ახლა ნეიმარს პელეს მიღწევის გაუმჯობესების დიდი შანსი აქვს. საუკეთესო ბრაზილიელ მეგოლეთა ხუთეულში პელეს, ნეიმარისა და რონალდოს გარდა, რომარიო (55 გოლი) და ზიკო (48 გოლი) შედიან.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
