თუკი ჯანდაცვის ორგანოები ნებას დართავენ, კრიშტიანუ რონალდუ უკვე ხვალ ჩაფრინდება იტალიაში და გადავა კარანტინში ტურინის „იუვენტუსის“ ბაზაზე.მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა სკანდალით დატოვა კლუბის ბაზა და ნაკრების დასახმარებლად გაფრინდა. ამის შემდეგ პორტუგალიელის კოვიდ-ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა, მაგრამ ეს განაჩენი არ არის. პორტუგალიური 14-დღიანისგან განსხვავებით, იტალიური სამედიცინო პროტოკოლი 10-დღიან კარანტინს ითვალისწინებს.
ასეთ პირობებში კრიშტიანუ მოასწრებს მატჩამდე 72 საათით ადრე სავალდებულო ტესტის ჩაბარებას და თუ პასუხი უარყოფითი იქნა, ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
შეხვედრა 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. შესაბამისად, რონალდუმ ტესტი 25 ოქტომბერს უნდა ჩააბაროს, ანუ ხვალიდანვე კარანტინზე უნდა გადავიდეს.
ყველა სხვა შემთხვევაში „იუვენტუსი“ მისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ბარსელონასთან“ უპირველეს ვარსკვლავს ვერ დაიხმარს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
