ლეგენდარულმა რომარიომ — „ბარსელონასა” და „ვალენსიას” ყოფილმა ვარსკვლავმა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, მთელს მსოფლიოში, მათ რიცხვში საქართველოში უამრავი გულშემატკივრის კერპმა — 58 წლის ასაკში გადაწყვიტა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა განაახლოს და „ამერიკა დე რიო დე ჟანეიროში” ვარჯიშს შეუდგა. ყოფილ თუ კვლავ მოქმედ თავდამსხმელს 16 წელიწადია არ უვარჯიშია. რომარიომ კლუბთან, რომლის პრეზიდენტიც თავადაა, მინიმალურ ხელფასზე გააფორმა კონტრაქტი....
ჭდე: რომარიო
ნეიმარზე წინ მხოლოდ პელეა
მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ბრაზილიამ პერუ 4:2 დაჯაბნა. შეხვედრა ჰეთ-თრიქით დაასრულა ნეიმარმა, ვინაც ჯერ ორი პენალტი აქცია გოლად, მატჩის ბოლოსკენ კი თამაშიდანაც გაიტანა. ამით ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 64-მდე გაიზარდა და ორით გადაასწრო რონალდოს. უფრო მეტი გოლი ბრაზილიის სახელით (77 გოლი) მხოლოდ პელეს აქვს გატანილი. ისეთი პირი უჩანს, ნეი მეფესაც გადაასწრებს და ამას...
რონალდუმ პელე დაინახა
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა. „ლაციოსთან“ შეხვედრისას გატანილი მეორე გოლი რონალდუსთვის კარიერაში 734 გამოდგა და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გოლების რაოდენობით რონალდუმ უკან მოიტოვა ბრაზილიელი რომარიო. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი, ცხადია, პელე გახლავთ, ვის ანგარიშზეც 767 შეგდებული ბურთია. რონალდუ ფეხბურთის თამაშს...
ყველა დროის ხუთი საუკეთესოდან ერთ-ერთი
ლეო მესი ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ეს დღე „ალბისელესტესთვის” წარუმატებელი გამოდგა — არგენტინამ წააგო 1:3. მესის დაბრუნებამ კვლავ გააცოცხლა მისი და კრიშტიანუ რონალდუს შედარების თემა. ამჯერად თანამედროვეობის ორ უდიდეს ვარსკვლავზე 1990-იანი წლების დიდმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, იოჰან კრუიფის დროინდელი „ბარსელონას” „ოცნების გუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომარიომ ილაპარაკა. „მე მიყვარს მესი, ის დიადი ფეხბურთელია, მაგრამ...



