ლეო მესი ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ეს დღე „ალბისელესტესთვის” წარუმატებელი გამოდგა — არგენტინამ წააგო 1:3. მესის დაბრუნებამ კვლავ გააცოცხლა მისი და კრიშტიანუ რონალდუს შედარების თემა. ამჯერად თანამედროვეობის ორ უდიდეს ვარსკვლავზე 1990-იანი წლების დიდმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, იოჰან კრუიფის დროინდელი „ბარსელონას” „ოცნების გუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომარიომ ილაპარაკა.
„მე მიყვარს მესი, ის დიადი ფეხბურთელია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუც მსოფლიოს ყველა დროის ხუთ საუკეთესოს შორისაა, — უთხრა რომარიომ Fox Sports-ს, — ამ ორიდან ერთ-ერთის მხარდამხარ თამაშის არჩევანი რომ მქონოდა, მესის ავირჩევდი, რადგან ტექნიკის თვალსაზრით ის უფრო დახვეწილია. თუმცა, რონალდოს ნიჭიც უდავოა და თან ასეთი ნიჭის პატრონი ძალიან ფოკუსირებული მოთამაშეა. რონალდუ ბევრს მუშაობს, რომ საუკეთესო იყოს და ამის დაუფასებლობა შეუძლებელია. ვფიქრობ, მისი პროგრესი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
