„ჩელსიმ” პრემიერლიგის ოცდახუთკაციან განაცხადში 38 წლის პეტრ ჩეხი დაამატა. ჩეხი კლუბის ტექნიკური დირექტორი და „ლურჯების” ყოფილი ლეგენდაა. ის დასავლეთლონდონელთა კარს 2004-2015 წლებში იცავდა. მან 494 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი შეხედვით „ჩელსის” მეკარეები არ აკლია. ამიტომაც გაოცდნენ გულშემატკივრები. მათთვის გასაკვირია, რა აზრი აქვს უკონტრაქტო ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც ორი წელიწადია აღარ უთამაშია. პეტრ...
წელი: 2020
კონტრაქტი მოიცდის
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან ახალი და ხანგრძლივი კონტრაქტის გაგრძელებაზე არ ფიქრობს. მოქმედი ხელშეკრულებით 21 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან ურთიერთობა 2022 წლამდე აკავშირებს. კლუბში კი ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და გაგრძელებას სთავაზობენ. პრობლემად რჩება თავად მბაპეს პოზიცია, რომელიც ფიქრობს, თუ ხელშეკრულებას გააგრძელებს, მომავალში გუნდის შესაძლო გამოცვლა გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ში 2017...
მადლობა, მაგრამ…
„ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი, კამერუნის ნაკრების ბომბარდირი, სამუელ ეტოო პოპულარული ფრანგული ჟურნალის, France Football-ის არჩევანით უკმაყოფილოა. საქმე ის არის, რომ France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების სია პოზიციების მიხედვით გამოაქვეყნა. თავდასხმა სამ ნაწილად გაიყო – მარცხენა, მარჯვენა და ცენტრალური. ეტოო პრეტენდენტთა შორის მარჯვენა ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც გახდა კიდეც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზი. „მადლობა, მაგრამ ფლანგზე...
უეფა ლიგას ზდრის
უეფა ბოლო პერიოდში ახალი და ნოვატორული საქმეებით არის დაკავებული. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს შემოგვთავაზებს. უეფა მზადაა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 36-მდე გაზრდა განიხილოს. გეგმის 2 ვერსია არსებობს: 6 ჯგუფში 36 გუნდი გადანაწილდება და მიმოსვლითი სისტემით 10 მატჩს ჩაატარებს; ყოველი გუნდი 10 შეხვედრას...
საქართველო-რუსეთი კიდევ ერთხელ გადაიდო
„რაგბი ევროპის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 1 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ უნდა გამართულიყო, კიდევ ერთხელ გადაიდო. „ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, „რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება“, – ნათქვამია ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის...
ბარსელონაში დიდი კრიზისი მწიფდება
ხვალ, ოთხშაბათს, „ბარსელონას” ფეხბურთელები მოლაპარაკებებს არ დაესწრებიან, არადა ნათქვამი იყო, რომ უნდა შეკრებილიყვნენ კლუბის წარმომადგენელი, მშრომელთა კომიტეტი და პირველი გუნდის წევრები. კლუბი აპირებს წამოჭრას ხელფასების შემცირების საკითხი, რადგან 2020-21 წლების სეზონში მოსალოდნელია შემოსავლის შემცირება. როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, შესამცირებელი თანხა 170 მილიონი ევროს ტოლია. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” შეიტყო, თუ რატომ არ დაესწრებიან მოლაპარაკებას ფეხბურთელები. უპირველეს...
დი მარია კინაღამ კიოლნში გადავიდა
ანხელ დი მარია „კიოლნში”? ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, ეს ტრანსფერი კინაღამ შედგა. „შპორტ ბილდი” კი 66 წლის კრისტოფ დაუმის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეყრდნობა. წიგნს ჰქვია „მუდამ ზღვარზე”. საქმე ეხება 2007 წლის დასაწყისს, როდესაც არგენტინელი ვარსკვლავი ჯერაც 18 წლის იყო და დაუმს მისი რაინლანდზე გადაყვანა უნდოდა. დაუმს სკაუტინგ-ტური ჰქონია, ახალ ფეხბურთელებს ეძებდა და...
ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…
რახან „ლოკომოტივი“ – „დინამო“ გადაიდო, ტურის მთავარი მატჩი „საბურთალო“ – „ბათუმი“ გამოდგა. ე-ლიგის ვებ-გვერდზე წერია: „18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული...
ფინალმა მაიამი მადაზე მოიყვანა
ბევრისთვის მოულოდნელად NBA-ს ფინალში „მაიმი ჰიტი“ გავიდა, სადაც 2:4 დათმო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“. შედეგით კმაყოფილი დარჩა კლუბის ხელმძღვანელობა, მაგრამ მადაც მოემატათ და ახლა რამდენიმე ვარსკვლავის დამატება სურთ. თავდაპირველ კანდიდატთა შორის იყვნენ კრის პოლი და ბრედლი ბილი, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და ახლა თვალი კილი ოლინიკესა და ანდრე იგუოდალას დაადგა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კლუბი სხვა...
ზლატანი მილანზე მუშაობს
მაგარ ფორმაშია „მილანის“ შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 3 ოქტომბერს 39 წლის შეიქმნა. შვედმა თავდასხმელმა იტალიის სერია A-ს ოთხ ტურში ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა და ორივეში დუბლი შეასრულა. აქედან ერთ დერბი „მადონინაში“, როდესაც მილანელებმა თანაქალაქელი „ინტერი“ დაამარცხეს. შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმოვიჩს სურვილი აქვს კონტრაქტი...









