„ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი, კამერუნის ნაკრების ბომბარდირი, სამუელ ეტოო პოპულარული ფრანგული ჟურნალის, France Football-ის არჩევანით უკმაყოფილოა.
საქმე ის არის, რომ France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების სია პოზიციების მიხედვით გამოაქვეყნა. თავდასხმა სამ ნაწილად გაიყო – მარცხენა, მარჯვენა და ცენტრალური. ეტოო პრეტენდენტთა შორის მარჯვენა ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც გახდა კიდეც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზი.
„მადლობა, მაგრამ ფლანგზე სულ ერთი-ორი სეზონი მაქვს ნათამაშევი, ხოლო ცენტრფორვარდად – 25. ვფიქრობ, ეს France Football-ის მხრიდან დაუფასებლობაა“, – დაწერა ეტოომ ტვიტერზე.
მარჯვენა ფორვარდის პოზიციაზე საუკეთესოობისთვის პრეტენზიას ასევე აცხადებენ: დევიდ ბექჰემი, კევინ კიგანი, სტენლი მეტიუზი (ყველა ინგლისი), ჯორჯ ბესტი (ირლანდია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), გარინჩა, ჟაირზინიო (ორივე ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა) და არიენ რობენი (ნიდერლანდები).
France Football -ის პარტნიორმა ევროპულმა მედიამ, მათ შორის „სარბიელმა“, თითო პოზიციაზე წარდგენილი 10 პრეტენდენტიდან 5-5 უნდა აირჩიოს, ამ ხუთიდან უკეთესებს კი ხმის დამთვლელი კომისია გამოავლენს და შედეგების მიხედვით შედგება ყველა დროის „ოცნების გუნდი“. ფრანგული ჟურნალის ეს წამოწყება „ოქროს ბურთის“ ერთგვარი ალტერნატივაა. შეგახსნებთ, წლეულს საუკეთესო ფეხბურთელს France Football – ი კორონა-პანდემიის გამო არ გამოავლენს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
