„ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი, კამერუნის ნაკრების ბომბარდირი, სამუელ ეტოო პოპულარული ფრანგული ჟურნალის, France Football-ის არჩევანით უკმაყოფილოა. საქმე ის არის, რომ France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების სია პოზიციების მიხედვით გამოაქვეყნა. თავდასხმა სამ ნაწილად გაიყო – მარცხენა, მარჯვენა და ცენტრალური. ეტოო პრეტენდენტთა შორის მარჯვენა ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც გახდა კიდეც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზი. „მადლობა, მაგრამ ფლანგზე...
