„ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნებულმა გარეთ ბეილმა მცველები გააფრთხილა, რომ ის ფეხბურთი, რაც მან ჯერჯერობით ითამაშა, მისი მწვერვალი სულაც არ არის. საუკეთესო კიდევ წინაა. ბეილმა „სფურზისა” და ავსტრიული „ლასკის” შეხვედრაში 62 წუთი დაჰყო მოედანზე და თუ ჩვენს მიერ დართულ ვიდეოს ნახავთ, სამი უპასუხო გოლიდან ერთის გატანაში მონაწილეობაც მიიღო — მან ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, პანამელმა ანდრეს ანდრადემ...
წელი: 2020
კორონა რონალდუს არ ეშვება
„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ მას განმეორებითი ტესტირებისას კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი დაუდასტურდა. უეფას რეგულაციების თანახმად კი ფეხბურთელმა მატჩამდე ერთი კვირით ადრე უნდა წარადგინოს ცნობა, უარყოფითი ტესტის შესახებ (მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება ტურინში). ახლა კი შინ ყოფნა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს კორონავირუსი 13...
ბიჭების ოცეული მზადაა
იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამოსავლენად 100-ფეხბურთელიანი სია გაფილტრა და მხოლოდ 20 დატოვა. ეს პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვას თავად „ტუტოსპორტი“ ატარებს. ოცეული ასე გამოიყურება: მიტჩელ ბაკერი (პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დავიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჟინო დესტი, ანსუ ფატი (ორივე ბარსელონა), ფაბიუ სილვა (ვულვზი), ფილ ფოდენი, ფერან...
ნაკრები დანაკლისით
ხვალ, ბუდაპეშტში, უნგრეთის „დიდი მუზარადი“ იწყება, რომელიც, პარალელურად სალიცენზიო ტურნირია და იქ ტოკიოს ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებიც გაიცემა. ეს არის პირველი შჯიბრი, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი შესვენების შემდეგ გამართავს. ტურნირზე 69 ქვეყნის ძიუდოისტები იჭიდავებენ. მათ შორის იქნებიან ჩვენებიც, თუმცა ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში დიდი დანაკლისით ჩავიდა. უნგრეთში ჭიდაობაზე უარი თქვეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) და...
ქალაქი მეტია ვიდრე კლუბი?
„როდესაც ანსუ მირბის, მასში არის რაღაც გაზელის. ის ჰგავს ახალგაზრდა, შავ, ქუჩის ნარკომოვაჭრეს პასეიჯ დე გრასიაზე რომ გარბის, ვიღაც კი ეძახის „წყალი”, „წყალი”, რაც გაფრთხილებაა და იმას ნიშნავს, რომ პოლიცია უახლოვდება. ეს არის ჯუნგლები ქალაქის გულში. ეს დღეს არ დაწყებულა, რადგან ბარსელონის მერისთვის ადა კოლაუსთვის დამნაშავე პოლიციაა და არა ქუჩის ნარკომოვაჭრეები, რომელთაც გაქცევა აღარ სჭირდებათ....
კატალონიაში რეალს უმწეო ეძახეს
„რეალი” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ლიდერობს „შახტარი”. დავით ხოჭოლავას უკრაინულმა გუნდმა მადრიდში „ლოს ბლანკოსს” 3:2 მოუგო, თან პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებდა. კატალონიური პრესა ამ ამბავს მწარე ენით ეხმაურება და წერს, რომ მადრიდელებმა იმ ადგილიდან გააგრძელეს, სადაც ბოლოს გაჩერდნენ: „რეალმა” გასულ უქმეებზე, შინ, იმავე სტადიონზე „კადისთან”0:1 წააგო, ახლა კი დონეცკელებისგან იგემა მარცხი. „სპორტი”...
ვინ გავა მარიფილდზე?
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ...
ცხოვრება მშვენიერია
ესპანელი რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სპორტული დაპირისპირება უკვე ერთი დიდი ლეგენდაა. ორივეს კარიერაში „დიდი მუზარადის“ 20 ტურნირი აქვს მოგებული. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. თუმცა, კორტს გარეთ ჩოგბურთელებს სხვა ურთიერთობა აქვთ და ნადალმაც ამაზე ისაუბრა… „როჯერთან წლებია შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ. გადავიტანეთ კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები. „როლან გაროსის“ მოგებით ფედერერს „მეიჯორის“ ტიტულებით დავეწიე, რაც...
წითელი და თეთრი
ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაახსენეს, რომ მანჩესტერული კლუბიდან შეთავაზება ჰქონდა. ვენგერმაც გაიხსენა, თუ რატომ თქვა უარი იქ გადასვლაზე. „სიტიდან“ არა, „იუნაიტედიდან“ მქონდა. არ გეტყვით ეს რომელ წელს იყო. მე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ, „არსენალში“ ვმუშაობდი. „მეთოფეებთან“ სიყვარულის ისტორია მაკავშირებს. ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრი ფერებია. როდესაც კლუბში მივედი, განსაკუთრებული შარმი...
კუმანი 25 წუთით ძალიან კმაყოფილია
„ბარსელონას” მწვრთნელი რონალდ კუმანი ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან” 5:1 გამარჯვებით ბუნებრივია კმაყოფილი იყო. „როდესაც თამაშს მოიგებ, სამ ქულას მოიპოვებ და ხუთ გოლს გაიტან, რასაკვირველია კმაყოფილი დარჩები”, — თქვა კატალონიური გუნდის ჰოლანდიელმა თავკაცმა, თუმცა, შემდეგ, ოდნავ უფრო ღრმად შეეხო მატჩის დეტალებს. კუმანი: „ვფიქრობ, შესვენების შემდეგ 25 წუთის განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მატჩის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც ვითიშებოდით...









