ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ შინ „აინტრახტს“ დაუხვდა და 5:0 გაანადგურა. ამაში გასაკვირი არაფერია – ბავარიული გუნდისთვის მსგავსი ანგარიში უცხო არ არის. არც ის არის გასაკვირი, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი გააკეთა. ბუნდესლიგის ეგიდით მატჩში სამი გოლი პოლონელმა ფორვარდმა მეთერთმეტედ გაახერხა და ახლა, მასზე მეტი გატანილი ჰეთ თრიქი სულ სამი ფეხბურთელს დარჩა – მარიო გომესს,...
წელი: 2020
დედამ კარიერა დაასრულებინა
ერთი ლამაზი სპორტული ისტორიაც დასრულდა… დაღესტნელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ში ზედიზედ 29-ე ბრძოლა მოიგო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა, ისევე როგორც ჩემპიონის რეაქციას: ჰაბიბი გამარჯვების შემდეგ მუხლებზე დაეცა, თავი ხელებში ჩარგო და მერე ქომაგებმა პირველად იხილეს დაუმარცხებელი ჩემპიონის ცრემლები. საქმე იმაშია, რომ ეს პირველი ბრძოლა იყო მამის და იმავდროულად მწვრთნელის გარეშე,...
კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს
ეს იყო „რეალის” ზედიზედ მეორე გამარჯვება „ელ კლასიკოში”. მადრიდელებმა ბარსელონელებს მათსავე, ოღონდ უმაყურებლო მოედანზე მოუგეს 3:1. მეორე გოლი (როდესაც ანგარიში იყო 1:1) „თეთრებმა” პენალტით გაიტანეს. ხალხის ნაწილის აზრით პენალტი საეჭვო იყო, თუმცა იმის უარყოფა, რომ კლემენტ ლენგლე სერხიო რამოსს მაისურზე ქაჩავდა, ძნელია. მაშ, რატომ არ იყო პენალტი? ვინ იცის, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ რამოსმა გააფორმა....
ლოგიკური იმედგაცრუება
კაცმა რომ თქვას, სქოთებისგან 7:48 არავის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ქართველი ქომაგი „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნებისგან ხომ ლამის მოგებას მოითხოვდა. ეტყობა ასეთია ჩვენი ბუნება და მენტალობა… ჩვენი ნაკრების მოუმზადებლობა თამაშამდეც ცნობილი იყო: მაისის ბოლოს ლევან მაისაშვილის მიერ „შევარდენზე“ შეკრებილი შემადგენლობა ხომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოასპარეზეებს, უკლუბოდ დარჩენილებსა და საფრანგეთში პანდემიის გამო ვერწასულ მორაგბეებს აერთიანებდა. მთავარი, დამრტყმელი ძალა კი...
სხვა იყო, როდესაც მოედანზე კრიშტიანუ გამოდიოდა
შემდეგ ოთხშაბათს „ბარსელონა” „იუვენტუსს” ხვდება. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია, რომელშიც, წესით, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ კვლავ უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ვაგლახ, რონელდუს კორონა ვირუსი სჭირს. დღეს კი ესპანეთში „ელ კლასიკოა”, რომელის ფარგლებშიც არგენტინელი და პორტუგალიელი არაერთხელ შებრძოლებიან ერთმანეთს და მათ დუელს მთელი მსოფლიო შეჰყურებდა. „ელ კლასიკოს” წინ DZAN-მა მესის ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მისი და რონალდუს...
პიკეს მესიჯი ლეოსადმი
ჟერარდ პიკემ La Vanguardia-თვის მიცემულ ინტერვიუში მრავალ საკითხთან ერთად ლეო მესის სატრანსფერო თავგადასავალზეც ილაპარაკა. ვეტერანმა მოყვა, თუ რა მისწერა არგენტინელ თანაგუნდელს ზაფხულის ცხელ, რთულ დღეებში. ფეხბურთის მოყვარულს ალბათ არ სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ მესიმ „ბარსელონას” ოფისში ბუროფაქსი გააგზავნა, სადაც სხვა კლუბში გადასვლის ნებართვა ითხოვა. საბოლოოდ, მესის „კამპ ნოუზე” დარჩენა აიძულეს, რასაც წინ დიდი...
კორონა ყატარამდე ვერ მიაღწევს
„მსოფლიო ჩემპიონატი დათქმულ ვადებში გაიმართება. მანამდე ორ წელიწადზე მეტია დარჩენილი და კორონავირუსზე კონტროლს დავამყარებთ. დრო საკმაოდ არის,“ – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და იმედიანად აღნიშნა, რომ კორონავირუსი ყატარი 2022-ის მაყურებლებით ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. შესარჩევის ყველა მატჩი გაისად ჩატარდება. პირველი ტური 24 – 25 მარტს გაიმართება. მონდიალი, როგორც იცით, ზამთარი იქნება: 21 ნოემბრიდან 18...
ბელგრადს ზღაპრების არ სჯერა
მადრიდის „რეალის“ სერბ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩს სამშობლოში არ ჩაესვლება. საქმე ის არის, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ფეხბურთელს „ვირის აბანოში“ ამოაყოფიებენ თავს. 22 წლის ფეხბურთელს ბრალად ბელგრადში საკარანტინო წესების დარღვევა ედება და ექვსი თვე პატიმრობა ელის. იოვიჩმა 19 მარტს დაარღვია კარანტინი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სერბეთში იქნა შემოღებული. სერბული კანონმდებლობით, ქვეყანაში შესულ ადამიანს კარანტინში 28 დღე უნდა...
საუკეთესო გოლი, რომელიც მინახავს
ძნელად სავარაუდოა, ფეხბურთის ნეიტრალურ გურმანთა შორის ბევრს გასჩენოდა ლიეჟის „სტარდარდისა“ და გლაზგოს „რეინჯერსის“ მატჩის ყურების სურვილი. არადა, სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა ევროპალიგის ისტორიაში ყველაზე შორიდან გატანილი გოლი… ინგლისელმა კემარ რუფმა მეორე დამატებულ წუთზე საკუთარი საჯარიმოდან 10 მეტრში მოიხელთა ბურთი, მეტოქე მხრით მოიშორა, მერე კიდევ ორს გასცდა და 50 მეტრიდან დაარტყა… ბელგიელთა მეკარე არნო ბოდარი ასეთს...
კამაჩო ზიდანზე, რამოსსა და ბაიერნზე
„რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო ფიქრობს, რომ თუნდაც შაბათს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში”, მადრიდელებმა „ბარსელონასთან” წააგონ, ზინედინ ზიდანს თანამდებობიდან მაინც არ მოხსნიან. „ლოს ბლანკოსს” ცუდი პერიოდი უდგას. წინა უქმეებზე, ლა ლიგაში, ესპანეთის ჩემპიონმა შინ, „კადისთან” წააგო 0:1, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტარისგან” იგემა 2:3. „თეთრები” დონეცკის გუნდსაც შინ შეხვდნენ. ამის მიუხედავად, კამაჩო...









