ჟერარდ პიკემ La Vanguardia-თვის მიცემულ ინტერვიუში მრავალ საკითხთან ერთად ლეო მესის სატრანსფერო თავგადასავალზეც ილაპარაკა. ვეტერანმა მოყვა, თუ რა მისწერა არგენტინელ თანაგუნდელს ზაფხულის ცხელ, რთულ დღეებში.
ფეხბურთის მოყვარულს ალბათ არ სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ მესიმ „ბარსელონას” ოფისში ბუროფაქსი გააგზავნა, სადაც სხვა კლუბში გადასვლის ნებართვა ითხოვა. საბოლოოდ, მესის „კამპ ნოუზე” დარჩენა აიძულეს, რასაც წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა.
პიკემ გაიხსენა: „იმ დღეებში ლეოსთან ხშირი ურთიერთობა არ მქონია, რადგან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მახსსოვს, ერთ მესიჯი გავუგზავნე, რომელშიც მივწერე: „ლეო, ერთი წელი დარჩა. მერე სხვა ხალხი მოვა”.
თუკი ვინმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უფლებას იმსახურებს, ეს ლეოა და თუ ლეო წასვლას ამჯობინებს, ესე იგი უნდა წავიდეს… თუმცა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, სხვანაირად მოვიქცეოდი. როდესაც გყავს ფეხბურთელი, რომელმაც შენს კლუბს 16 წლის განმავლობაში უამრავი წარმატება მოუტანა, უბრალოდ ვალდებული ხარ, მასთან საერთო ენა გამონახო. ის, რომ მხარეებმა რაღაც საკითხზე ვერ მოილაპარაკეს, არ უნდა გამოჩნდეს. საჯაროდ არ უნდა ჩანდეს, რომ კლუბი და ფეხბურთელი ერთმანეთს ასე დაშორდნენ.
საოცარია, როგორ უნდა მიხვიდე იქამდე, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა ბუროფაქსი გამოგიგზავნოს და დაიჩივლოს, რომ კლუბში არ უსმენენ. ლეო ბევრს იმსახურებს. მისი სახელი ახალ სტადიონს უნდა დაარქვან. ჩვენს გმირების სახელებს უნდა გავუფრთხილდეთ, კი არ უნდა გადავხაზოთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
