კატალონიაში ვნებები არ ცხრება. „ბარსელონა” კვლავ ვერ ეგუება შაბათს, „ელ კლასიკოში”, მის კარში დანიშნულ პენალტს. შეგახსენებთ, რომ „კამპ ნოუზე” „რეალმა” „ბარსას” 3:1 მოუგო, ხოლო პენალტი, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ მაშინ დანიშნა, როდესაც ანგარიში იყო 1:1. მუნუერამ გადაწყვეტილება ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიღო. მას მერე კატალონიური პრესა ეპიზოდს და მსაჯს უტრიალებს. დღეს,...
წელი: 2020
ისკომ ბიჭებთან ზიდანზე დაიჩივლა
„რეალის” ნახევარმცველი ისკო კამერამ თანაგუნდელებთან ჩივილის დროს გადაღო. ეს შაბათს, „ელ კლასიკოს” წინ მოხდა, როდესაც „კამპ ნოუზე” მადრიდელებმა „ბარსელონას” 3:1 მოუგეს, რამაც ისკოს გარეშე ჩაიარა. მიმდინარე სეზონის 7 ტურში ისკო ზინედინ ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ათამაშა. პირველად, ეს მოხდა „ვალიადოლიდთან”, სექტემბერში, როდესაც ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო, ხოლო მეორედ „კადისთან” შინ წაგებული მატჩში,...
რონალდუმ ისევ კორონა ჩააბარა
კირონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა უკვე მეორედ აჩვენა, რომ კრიშტიანუ რონალდუ დავირუსებულია. ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა მეგოლემ „ვერონასთან“ მატჩი გამოტოვა, თუმც მზადებას ინდივიდუალურად აგრძელებს. ყველაფრის მიუხედავად, კრიშს კიდევ რჩება შანსი, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშოს. საამისოდ მან მატჩამდე ერთი დღით ადრე, სამშაბათს კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს და უარყოფითი პასუხი მიიღოს.
სიტიმ ნაგელსმანს გახედა
ახალი ამბავი – ბრიტანული მედიის ცნობით, პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ გერმანელი სპეციალისტი იულიან ნაგელსმანი შეცვლის. როგორც Daily Mail წერს, თუ გვარდიოლამ „ქალაქელებთან“ კონტრაქტი არ გააგრძელა, მისი შემცვლელის საუკეთესო ვარიანტი სწორედ ნაგელსმანია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი კანდიდატურა – კიდევ ერთ პრეტენდენტად არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო ითვლება. შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი 2019 წლიდან „ლაიფციგს“ წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი...
რეალს საუკეთესო არ სურს
ყველაფერი იქით მიდის, რომ მადრიდის „რეალის“ მცველი და კაპიტანი სერხიო რამოსი „სამეფო კლუბს“ დატოვებს. როგორც ირკვევა, „რეალს“ სურვილი აქვს რამოსთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, თუმც თავად ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება სურს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული რამოსმა მადრიდი დატოვოს. სერხიომ კი ერთი უპირატესობა მიიღო: France Football-ის მკითხველებმა რამოსი ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს....
ზღაპარი: მშენებლობიდან ნიუკასლში
სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ ინგლისურმა „ნიუკასლმა“ ახალგაზრდულ გუნდში 23 წლის ფრანგი ფლორან ინდალესიო დაიმატა. ბიჭს სპეციალურად გასინჯეს. ისედაც კარგად ითამაშა და მაკრატელათი გატანილი გოლით საბოლოოდ მოიგო სტივ ბრუსის გული. თუმცა, გოლზე უფრო საინტერესო ფლორანის ისტორიაა. 15 წლამდე „სენტ-ეტიენის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც დისციპლინის ხშირი დარღვევისთვის გარიცხეს. მალევე ყმაწვილს ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობამ რამდენიმე...
პირლო: შემოლაწუნება არ გვჭირდება
ანდრეა პირლო ამბობს, რომ „ვერონასთან” შინ 1:1-ის შემდეგ „იუვენტუსს” შემოლაწუნება არ სჭირდება. არადა, ფაქტია, რომ ახალ სეზონში „ბებერმა ქალბატონმა” მხოლოდ ერთი თამაში მოიგო — პირველ ტურში, „სამპდორიასთან” 3:0. შემდეგ, ტურინელებმა ფრედ ითამაშეს „რომასთან”, „კროტონესა” და „ვერონასთან”, ხოლო „ნაპოლისთან” 3:0 თამაშის გარეშე ჩაეთვალათ. მიზეზი: ნეაპოლელები არ გამოცხადდნენ, ორი ფეხბურთელის კორონავირუსით დაავადების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვის ორგანომ შინ...
კატალონიაში მტერზე ცნობებს აგროვებენ
„ბარსელონა” „რეალთან” ელ კლასიკოში შინ 1:3 დამარცხდა და წაგება მსაჯს დააბრალა, მსაჯი კი გახლდათ ხუან მარტინეს მუნუერა, რომლის შესახებ კატალონიელებმა ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. თურმე საქმე იმაზე რთულად ყოფილა, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. „ბლაუგრანას” ხუან მარტინეს მუნუერასთან ძველი ანგარიშებიც ჰქონია. ბარსელონაში ამბობენ, რომ ბენიდორმელმა (პატარა ქალაქია ალიკანტეს პროვინციაში) რეფერიმ მათ შარშან თასზეც ცუდად უმსაჯა და სუპერთასზეც....
ცეცაძემ უკრაინა დატოვა
საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაწყვიტა ურთიერთობა მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძესთან. ეს თავად ქართველი სპეციალისტის ინიციატივით მოხდა. შაბათს „დნეპრი 1“-თან 1:3 მარცხის შემდეგ ცეცაძეს საბოლოოდ გაუცრუვდა შეგირდების იმედი. მისი ხელმძღვანელობით „ლვოვმა“ ჯამში 12 მატჩი გამართა, ვერც ერთი ვერ მოიგო და მხოლოდ სამ ფრეს გამორჩა. მიმდინარე ჩემპიონატის 6 ტურში გუნდმა ერთადერთი ქულა მოიპოვა და...
ბასილაშვილს სეტი მოენატრა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს 25 თებერვალს მოიგო და ეს დუბაის ტურნირზე ლატვიელ რიკარდას ბერანკისთან მოხდა. მას შემდეგ ჩვენებურმა ზედიზედ 11 მატჩი წააგო, აქედან რვა – სეტის მოუგებლად. ბასილაშვილს ბოლო თამაში ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან ჰქონდა, რომელიც რეიტინგში 104-ე ჩოგანია. ქართველი კი იქაც ორ სეტში დამარცხდა – 6:7, 2:6 დამარცხდა.ნიკამ პირველ სეტში მეტოქე...









