სიტიმ ნაგელსმანს გახედა

Home კატეგორიის გარეშე სიტიმ ნაგელსმანს გახედა
სიტიმ ნაგელსმანს გახედა

Crocoახალი ამბავი – ბრიტანული მედიის ცნობით, პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ გერმანელი სპეციალისტი იულიან ნაგელსმანი შეცვლის.

როგორც Daily Mail წერს, თუ გვარდიოლამ „ქალაქელებთან“ კონტრაქტი არ გააგრძელა, მისი შემცვლელის საუკეთესო ვარიანტი სწორედ ნაგელსმანია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი კანდიდატურა – კიდევ ერთ პრეტენდენტად არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი 2019 წლიდან „ლაიფციგს“ წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ქვეყნის თასის მერვედინალიდან გავარდა. თუმც, მთავარი თემა ჩემპიონთა ლიგაა, სადაც „ლაიფციგმა“ ნახევარფინალს უწია და იქ „პარი სენ-ჟერმენთან“ დათმო. ნაგელსმანისა და „ლაიფციგის“ კონტრაქტი 2023 წლამდეა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...