ყველაფერი იქით მიდის, რომ მადრიდის „რეალის“ მცველი და კაპიტანი სერხიო რამოსი „სამეფო კლუბს“ დატოვებს.
როგორც ირკვევა, „რეალს“ სურვილი აქვს რამოსთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, თუმც თავად ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება სურს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული რამოსმა მადრიდი დატოვოს.
სერხიომ კი ერთი უპირატესობა მიიღო: France Football-ის მკითხველებმა რამოსი ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს. ჰოდა, ცოტა უხერხულიც იქნება, ამ აღიარების შემდეგ „რეალმა“ მხოლოდ ერთი წლით გაუგრძელოს კონტრაქტი და ფეხბურთელის თხოვნას არ დათანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ რამოსი „სევილიას“ აღზრდილია, სადაც 2003-05 წლებში თამაშობდა, რის შემდეგ გადავიდა „რეალში“. 34 წლის ფეხბურთელმა „რეალთან“ ერთად 22 ტიტული მოიგო: ესპანეთის ხუთი ჩემპიონობა, ორჯერ ქვეყნის თასი და ოთხჯერ – სუპერთასი. უფრო ხვავრიელია მისი მონაგარი საერთაშორისო ტურნირებზე: ოთხი ჩემპიონთა ლიგა, სამი სუპერთასი და მსოფლიოს ოთხი საკლუბო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ორჯერ ევროპირველობაზე იმარჯვა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
