დღეს რუსულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ „დორტმუნდში“ შესაძლო გადასვლის თემა აიტაცა. ცხადია, ასეთი ხმები ბევრია, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად ჩანს. „გუნდი კვარაცხელიას პირველად არ აკვირდება, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, დაგვჭირდება ფიფას ავტორიზებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან მის რუსულ წარმომადგენელთან იმუშავებს (დღეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, „დორტმუნდმა“ უნდა გაყიდოს...
წელი: 2020
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...
პიკე ბარსადან წავა, თუ…
გასულ კვირაში „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟერარ პიკემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლამდეა გათვლილი. ამის მიუხედავად, 33 წლის მცველს უკვე მომავალი ზაფხულიდან მოყოლებული, უფლება აქვს, ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს კლუბი. სამაგიერო პირობა კლუბმაც დაუთქვა: „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში პიკემ ან საფეხბურთო კარიერა უნდა დაასრულოს, ანაც მხოლოდ ევროპის საზღვრებს გარეთ ითამაშოს.
ბარტომეუ გადადგა!
ჟოზეპ მარია ბარტომეუ „ბარსელონას” პრეზიდენტი აღარ არის. სამშაბათს გაიმართა კლუბის დირექტორატის კრება, სადაც ბარტომეუმ და სხვა დირექტორებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით გადამდგარიყვნენ, სანამ უნდობლობის ვოტუმის წინაშე დააყენებდნენ. ბარტომეუ და დირექტორატი ბოლო წუთამდე ცდილობდნენ კატალონიის მთავრობაზე ზემოქმედება მოეხდინათ და მოსალოდნელი რეფერენდუმი გადაეთქმევინებინათ. როგორც ჩანს, საბოლოოდ, ბარტომეუმ და დირექტორატმა დაინახეს, რომ საქმე წაგებული იყო და თავად დაასწრეს მოვლენებს....
წითლების თავზე შავი დროშა ფრიალებს
ფაბინიო დაშავდა. როგორც ჩანს, „ლივერპულს” დაცვაში კრიზისი ელის. „წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა”-ო. მოგეხსებენათ, დაცვის ბურჯი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი ისეა ტრავმირებული, რომ მთელი სეზონით ჩამოშორდა გუნდს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ვან დაიკის ფუნქციას ასრულებდა, „მიდტიულანდთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. სავარაუდოდ, ორთავა...
ტიტიკოს გოგო
კარგი ფეხბურთელი იყო ცხონებული მამუკა ფანცულაია, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია… მერე სსრკ დაიშალა და… საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია მისი შვილი, გიორგი ფანცულაია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ აგორებს ბურთს. ეს სახელ-გვარები ალბათ ბევრმაც იცით… მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება ნათია ტიტიკოს ასული ფანცულაია… გვარია ქართული, თორემ ისე უკრაინისთვის ირჯება და საკმაოდ კარგადაც. დღეს საბერძნეთი-უკრაინის (0:4) ნაკრებების...
ცინცაძის პასი საუკეთესოა
გიორგი ცინცაძის გადაცემა, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილს ლიეტუვას ნაკრებთან მატჩისას გაუკეთა, ბოლო 10-წლეულის საუკეთესო პასად დასახელდა. გამოკითხვა ფიბას ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა და სულ ბოლო ეტაპზე ცინცაძემ არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს აჯობა. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ შეჯიბრება სპორტული პრინციპით დაგეგმა და მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც ცინცაძის პასი სერბი დუშან ბულუტის ანალოგიურ ქმედებას დაუპირსპირდა. გამარჯვებული გულშემატკივრების ხმების მიხედვით უნდა გამოვლენილიყო. გიორგიმ...
ჰარი კეინის ალავერდობა
ინგლისური პრემიერლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ლონდონურმა „ტოტენჰემმა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა „ბარნლი“. ერთადერთი გოლი 28 წლის კორეელმა სონმა გაიტანა. ეს მისი მე-8 გოლია და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. საინტერესოა, რომ ამ 8-დან 7 გოლში კორეელს ასისტენტობა ჰარი კეინმა გაუწია. თავად კეინს უკვე 8 ასისტი მოუგროვდა და პრემიერლიგის საუკეთესო მეპასეთა სიას უდგას სათავეში.
ერთი კაციც და გავდივართ
19-21 ნოემბერს, პრაღაში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ცხადია, თუ კორონავირუსმა დაანება. საქმე ის არის, რომ ჩეხეთში 5 ნოემბრამდე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. თუმცა, ჯერჯერობით, გრაფიკში ზის და პრაღაში 12 ქართველი ძიუდოისტი ჩავა. დელეგაცია თითქმის ცნობილია: ვაჟებში 9-დან 8 მონაწილე გარკვეულია, ქალებში – სამივე. ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ),...
დააბით ზლატანი!
იტალიური სერია A-ს მე-5 ტურში „მილანმა“ პირველი ქულები დაკარგა. „როსონერი“ სამჯერ დაწინაურდა „რომასთან“ შეხვედრაში, მაგრამ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა – 3:3. შეხვედრის გმირი 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. შვედმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი პენალტით 3:2 დააწინაურა გუნდი. ჯამში ზლატანმა მიმდინარე ჩემპიონატის 3 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, რაც არათუ ვეტერანის, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ზღაპრული შედეგია.









