წელი: 2020

Home 2020
ამდენი მესის არასდროს ურბენია
ჩანაწერი

ამდენი მესის არასდროს ურბენია

საყოველთაო აზრით, ახალ სეზონში, „ბარსელონამ” საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინში, „იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა. „ბარსამ” მოიგო 2:0. მეორე გოლი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი სთხოვეს დიდ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს. მან ყურადღება არგენტინელი ვარსკვლავის მონდომებაზე გაამახვილა: „ამ შეხვედრაში მე ვიხილე სუპერ-დინამიკური და აგრესიული „ბარსა”. ეს თვისებები დაემატა იმ თამაშის ხარისხს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის...

ჟოზეს თერთმეტივე უნდა შეეცვალა
ჩანაწერი

ჟოზეს თერთმეტივე უნდა შეეცვალა

„ანტვერპენთან” 0:1 წაგების შემდეგ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ შესვენებაზე „ტოტენჰემის” ყველა ფეხბურთელის შეცვლა უნდოდა. განრისხებულმა პორტუგალიელმა, ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ დღეს, დილის 11 საათზე, ბაზაზე დაიბარა მთელი გუნდი. მართალია, მოურინიუს პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდის შეცვლა უნდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ ოთხი ცვლილებით დაკმაყოფილდა. გამოცვლილთა შორის იყო გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი დელე ალი. შესვენებისას „სფურზი” უკვე...

თხათა ჭიდილი
ჩანაწერი

თხათა ჭიდილი

ჩემპიონთა ლიგის „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ გუშინდელი მატჩის (0:2) შემდეგ, კლუბების პრეს სამსახურებმა ერთმანეთში რამდენიმე „შეტყობინება“ გაცვალეს. თავდაპირველად, „ტვიტერზე“ „ბარსელონამ“ ლეო მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა – მოხარული ვართ, რომ თქვენს სტადიონზე თხა (ინგლისურად GOAT) იხილეთ. კატალონიელთა GOAT-ს სხვა დატვირთვა ჰქონდა ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც Greatest Of All Time (ყველა დროის უდიდესი). „ბებერი ქალბატონების“...

ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა
ჩანაწერი

ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა

ვენაში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატი ბორნა ჩორიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. ამით მან გაინაღდა კალენდარული წლის შედეგებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი. ეს მისი მეექვსე მსგავსი წარმატებაა. მანამდე ნოვაკი საუკეთესო 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლებში გახდა. ამ შედეგით სერბმა უკან მოიტოვა რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, რომლებსაც პირველ საფეხურზე წელიწადი 5-5-ჯერ აქვთ...

ლეგენდობიდან ვარსკვლავობამდე აქილევსია
ჩანაწერი

ლეგენდობიდან ვარსკვლავობამდე აქილევსია

New York Post-ის ანალიტიკოსმა ადამ ლუისმა სტატისტიკის მიხედვით საინტერესო ფაქტი დადო – აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდგომ პერიოდში კალათბურთელები გაცილებით სუსტად თამაშობენ. ამით მინიშნება გაუკეთა „ბრუკლინ ნეთსის“ ფორვარდ კევინ დურანტს, რომელმაც ეს ტრავმა ბოლო პერიოდში გადაიტანა. „გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 1970 წლიდან 2019 წლამდე აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კალათბურთელების საშუალო მაჩვენებელი 2.9 ქულით იკლებს. ამჯერად...

ნეიმარის მე-13 ატირება
ჩანაწერი

ნეიმარის მე-13 ატირება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ბაშაკშეჰირსა“ და პსჟ-ს შორის, პირველი ტაიმი მეტისმეტად უღიმღამო გამოდგა. ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ნეიმარის ტრავმა იყო. მან მოედანი კოჭლობით დატოვა და მარცხენა ფეხის გადახვევის შემდეგ რამდენიმე წუთით მოედანზეც დაბრუნდა, მაგრამ ამაოდ – მალევე შეცვლა ითხოვა. 26-ე წუთზე მისი ადგილი პაბლო სარაბიამ დაიკავა. ნეიმარმა, რა თქმა უნდა, იტირა – ეს ხომ მისი...

აურზაური
ჩანაწერი

აურზაური

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და  თბილისის...

იშტაზე მოსული ბარსა და სამჯერ VAR-ი მორატას
ჩანაწერი

იშტაზე მოსული ბარსა და სამჯერ VAR-ი მორატას

„ბარსელონამ” პოსტ-ბარტომეუს ეპოქა ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში „იუვენტუსთან” ისტორიული გამარჯვებით დაიწყო: კატალონიის დედაქალაქის გუნდს ტურინში აქამდე არასდროს მოუგია. „ბარსამ” იძალა 2:0. პირველი გოლი ოსმან დემბელემ შეაგდო, მეორე კი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. მესიმ ბოლო მატჩებთან შედარებით შესანიშნავად ითამაშა — ეტყობა, ჟოზეპ მარია ბარტომეუს თანამდებობიდან წასვლით იყო ფრთაშეხმული. ამრიგად, მართალია, ლა ლიგაში „ბლაუგრანას” ერთი-ორჯერ ფეხი დაუცდა,...

ბარტომეუმ დაიბარა…
ჩანაწერი

ბარტომეუმ დაიბარა…

პრეზიდენტობიდან გადადგომის წინ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ დაიბარა, კატალონიური კლუბის „ევროპის სუპერლიგაში“ მონაწილეობა გადაწყვეტილია და ფიფა ამის შესახებ ინფორმირებულიაო. შეგახსენებთ, „ევროპის სუპერლიგის“ შემქნის იდეა ბობოლა ევროპული კლუბების ინიციატივაა. საპასუხო განცხადება გააკეთა ფიფაში: „ჩვენ არ ვართ ინფორმირებული არანაირ შეთანხმებაზე. როგორც ადრე ვთქვით, „ევროპული სუპერლიგის“ შექმნა პერიოდულად წამოიწევა და ამის შესახებ მეტი განცხადების გაკეთების აზრს ვერ...

ლივერპულის ისტორიული გოლი
ჩანაწერი

ლივერპულის ისტორიული გოლი

ინგლისურმა „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „მიდტიულანდი“ 2:0 დაამარცხა. ორიდან ერთი გოლი კლუბის ახალწვეულმა დიოგუ ჟოტამ გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ეს „ლივერპულის“ ისტორიაში ყველა ტურნირის ფარგლებში გატანილი მე-10000 გოლია. 23 წლის პორტუგალიელი, რომელიც ამ ზაფხულს „ვულვზიდან“ 45 მილიონ გირვანქად იყიდეს, ერთბაშად გახდა კლუბის ისტორიის ნაწილი. მხოლოდ იღბალზე და სტატისტიკაზეც არ არის საუბარი....