ინგლისში ხუმრობენ, გარეთ ბეილი სუპერვარსკვლავიდან სუპერსათადარიგოდ იქცაო. ორიოდ კვირის წინ, როდესაც უელსელი „რეალიდან” „სფურზში” დაბრუნების შემდეგ პირველად შევიდა მოედანზე, ასეთი რამ არავის უთქვამს. იმ დღეს ეფექტური დაბრუნების ოცნება კოშმარად იქცა: „ტოტენჰემი” „ვესტ ჰემს” 3:0-ს უგებდა და თამაში 3:3 დასრულდა. „ბრაიტონთან” შეხვედრაში კი ბეილი მოედანზე 70-ე წუთზე, ერიკ ლამელას ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში იყო 1:1 და...
წელი: 2020
პოგბას თავი ეზიზღება
პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის”...
ანგელოვსკი თბილისში ორასით მოდის
12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან. თუმცა ნაკლებად ისტორიულად მიიჩნევს ჩვენთან დაპირისპირებას მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი და სჯერა, რომ მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს. „თბილისში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. 200 %-ით დავიხარჯებით, რათა ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გავახაროთ. შედეგთან ერთ ნაბიჯში ვართ. ვერ ვიტყოდი, რომ ვღელავ ან ვნერვიულობ – უფრო...
დიდი კაცების ფეხბურთი
დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. არც შრომისმოყვარეობაა საკმარისი. კიდევ რაღაც არის საჭირო, რაც მაგარ ფეხბურთელს მაგარ კაცად აქცევს. ხვიჩა კვაეაცხელიას ტალანტზე დღეს ყველა მსჯელობს, ვისაც არ ეზარება და ერთი ხანობა იმის საფრთხეც იყო, ვარსკვლავური სენი არ შეყროდა. თქვენც არ მომიკვდეთ! ამ ყმაწვილმა ბიჭმა ერთი საქციელით მეტოქე ფეხბურთელების და ქომაგების გული ერთბაშად მოიგო. ტულის...
ასეთ დაბრუნებას კი აზარი აქვს!
ედენ აზარს სასტარტო შემადგენლობაში 7 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის წინა, გაჯანჯლებული გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობდა. „რეალი” „მანჩესტერ სიტის” ხვდებოდა. რაც შეეხება აზარის ბოლო გოლს, მას მერე 392 დღე იყო გასული და აი, შაბათს, „უესკასთან” შეხვედრაში აზარი მოედანს, უფრო სწორად „რეალის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და… გაიტანა. ანგარიში გახსნა. ეს გახლდათ შესანიშნავი...
ბარსა ცხრილში მეთორმეტეა
შაბათს, ესპანეთში, ჰელოუინის დღესასწაული covid 19-ის პანდემიის გამო გაუქმებული ჰქონდათ და როგორც „სპორტი” წერს, კატალონიაში რონალდ კუმანის „ბარსელონამ” ხალხს ზეიმისა სიხარულის სხვა საშუალებაც მოუსპო. გაზეთის აზრით, „ალავესისა” და „ბარსას” შეხვედრას მრავალნაირად შეიძლება შეხედოს გულშემატკივარმა, მაგრამ დასკვნა ყველა ვარიანტში ერთია: ამ დღეს „ბარსამ” ვერ ივარგა. „ბარსელონა” ცუდად თამაშობდა როგორც 62-ე წუთამდე ანუ სანამ „ალავესს” მეორე ყვითლის...
რაზმი რვა ერისთვის
14 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მექაში, ლონდონის სახელოვან „თვიქნემზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩაებმება – შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში. ერთი კვირის წინ შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს კლუბებში მოთამაშე და უკლუბოდ მყოფი ბორჯღალოსნები, ედინბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო ლეგიონერებმა თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს. ვინაიდან 1 ნოემბერს გასამართი, რუსეთის ნაკრებთან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩი...
დღეს ანსუ ფატის დღეობაა…
„ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა „ალავესთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ანსუ ფატისთან სერიზული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან ყმაწვილ თავდამსხმელს აუხსნა, თუ რა აქვს გამოსასწორებელი. ანსუ დღეს, შაბათს, 31 ოქტომბერს, 18 წლისა ხდება. კუმანს ჰკითხეს, რა რჩევა მისცა მან ამომავალ ვარსკვლავს დღეობაზე საჩუქრად. „მას რასაკვირველია მუყაითობა და ოსტატობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღების...
მოურინიუ გადელდა
ისეთი პირი უჩანს, დელე ალის „ტოტენჰემის” დატოვება მოუწევსო, წერს „სანი”. ამაზე განსაკუთრებით აქტიურად ბოლო დღეებში დაიწყეს ლაპარაკი, მას მერე რაც ჟოზე მოურინიუმ ფეხბურთელი „ანტვერპენთან” შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგვე შეცვალა. დაასკვნეს, რომ მოურინიუს აღარც ალის მოსწონს და აღარც მისი თამაში. „უოტფორდის” კაპიტანი და მესვეტე ტროი დინი წერს: „როდესაც დელეს წინააღმდეგ მიწევდა თამაში, ის ჩემზე ყოველთვის დიდ...
სასწაული
საოცარი, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა წუხელ ლონდონში: „არსენალი“ ირლანდიური „დანდალკის“ ევროპა ლიგის მატჩში ინგლისელებმა ირლანდიურ კლუბს 3:0 სძლიეს და სტუმრები 90 წუთი ერთხელაც არ დაჯარიმებულან… დიახ, არც ერთი (0) ჯარიმა მთელი თამაშის განმავლობაში. ასეთი რამ, ალბათ, აღარც განმეორდება – „დანდალკი“ ისტორიში ჩაიწერება. „არსენალს“ რაც შეეხება, 20-ჯერ დაარღვია წესები და ჯარიმების საერთო სტატისტიკაც ასეთი დაფიქსირდა: 20:0! გინახავთ...









