ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაახსენეს, რომ მანჩესტერული კლუბიდან შეთავაზება ჰქონდა. ვენგერმაც გაიხსენა, თუ რატომ თქვა უარი იქ გადასვლაზე.
„სიტიდან“ არა, „იუნაიტედიდან“ მქონდა. არ გეტყვით ეს რომელ წელს იყო. მე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ, „არსენალში“ ვმუშაობდი. „მეთოფეებთან“ სიყვარულის ისტორია მაკავშირებს. ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრი ფერებია. როდესაც კლუბში მივედი, განსაკუთრებული შარმი ვიგრძენი. ეს იყო ხალხისა და ტრადიციების ნაზავი. ასევე კლუბი არ ერიდებოდა არაპოპულარულ ქმედებებთან შეჯახებას“, – განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ ვენგერი „არსენალში“ 1996 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა და ამ დროის მანძილზე 17 ტიტული მოიგო.
შარშან, მუსიე არსენი ფიფაში დასაქმდა და ახლა ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
