ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა სპორტსმენების კარიერაც. ვინც გამორჩეულია, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდება, ვინც ღირსეულია – ბავშვებისთვის სამაგალითო ხდება, ხოლო ვინც თან წარმატებულია – მთელ ერს უყვარდება! და როცა კარიერის დასრულების დრო დგება, მადლიერი ქომაგი თვალაცრემლებული ფეხზე წამოუდგება ხოლმე, დაუსრულებელი ოვაციებით, აღფრთოვანების ყიჟინით თვალცრემლიანს აცილებს… ჰოდა, მამუკა გორგოძეც სწორედ ის კაცია,...
წელი: 2020
ფეხბურთი -არა, დოღი – კი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემენუილ მაკრონმა რამდენიმე არათანმიმდევრული გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეიძლება სანანებელი გაუხდეს. მან ფრანგული ლიგა 1-ს გათამაშების გაგრძელება ხომ აკრძალა. ამის შემდეგ მან ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება გააუქმა… აქამდე თითქოს ყველაფერი ლოგიკის ჩარჩოებში ჯდებოდა, მაგრამ… პრეზიდენტი საფრანგეთის საცხენოსნო სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა, მათი არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და დოღების გამართვის ნება დართო. ევროპის საფეხბურთო ტოპ-ლიგების...
როგორ იცვლებოდა ლიგა…
მსოფლიო პანდემიის გამო ეროვნული ლიგა მარტში, 2 ტურის შემდეგ შეწყდა. როდის განახლდება, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმულია. საამისოდ, საგანგებო დებულება იქნება გაწერილი. კობიაშვილის თქმით, 1-2 კვირაში ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყება, 14 დღის შემდეგ მდგომარეობა გადამოწმდება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, კლუბები ეტაპობრივად გადავლენ გუნდურ ვარჯიშებზე....
ოლა, ლიონი ლიგის წინააღმდეგ
როგორც იცით, საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად დასრულდა. ლიგა 1-მა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნდა, რის შედეგადაც „ლიონი“ მეშვიდე ადგილზე დარჩა და მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. პირველად მოხდა, რომ ბოლო წლებში „ლიონი“ კონტინენტის პრესტიჟულ ტურნირებზე ვერ მოხვდა. ამის გამო კლუბმა გადაწყვიტა სასამართლოში იჩივლოს. ლიონის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა აცხადებს, რომ კლუბს სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. „ლიონის“ დირექტორთა...
90 კგ საჭმელი მარადონას მაისურში
დიეგო არმანდომ კორონავირუსით დაზარალებული უღარიბესი არგენტინული რეგიონისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაიფიქრა. საამისოდ მან ლატარეაში გასათამაშებლად 1986 წლის ტრიუმფალური მსოფლიოს ჩემპიონატისას ნაცვამი და ავტოგრაფით გაფორმებული მაისურა არ დაინანა. მაისურა ლატარეაში მათ შორის გათამაშდა, ვინც ღარიბებისთვის პროდუქტები, დამცავი ნიღბები და ანტისეპტიკები გაიღო… საოცარი კია, მაგრამ აქციით მხოლოდ 90 კილოგრამი საკვების შეგროვება მოხერხდა.
ვან დერ სარი: დაივიწყეთ!
ამსტერდამის „აიაქსის“ აღმასრულებელი დირექტორი ედვინ ვან დერ სარი ურჩევს ბობოლა კლუბებს, არც იოცნებონ, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრებისას მათ აღსაზრდელებს 50-პროცენტიანი ფასდაკლებით ჩაიგდებენ ხელში. და ეს იმის მიუხედავად, რომ ვადაზე ადრე ჩემპიონატის შეწყვეტამ „აიაქსსაც“ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. „შარშან, იანვარში ამბობდნენ, რომ ჩვენ გუნდის 7-8 ლიდერს დავკარგავდით, მაგრამ საკვანძო ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორი გავუშვით. დიდი კლუბები, ისეთები, როგორიც...
ექვსი აუტსაიდერის ულტიმატუმი
„მირორი” წერს, რომ პრემიერლიგის ექვსი კლუბი ორშაბათს კოლეგებს კატეგორიულად გამოუცხადებს: გააუქმეთ პრემიერლიგიდან გავარდნა და ჩვენ შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაგამთავრებინებთ! „ნორვიჩი”, „უოტფორდი”, „ასტონ ვილა”, „ბორნმუთი”, „ვესტ ჰემი” და „ბრაიტონი” ნეიტრალურ მოედნებზე თამაშს იმ შემთხვევაში დაყაბულდებიან, თუ გავადნა აღარ იქნება. ისინი პრემიერლიგის კლუბთა ორშაბათის ვიდეოკონფერენციაში სწორედ ამ მოთხოვნით მიიღებენ მონაწილეობას. ჩამოთვლილ კლუბთაგან ერთ-ერთის მაღალჩინოსანმა „მირორს” განუმარტა: „ყველა თავისი ინტერესებიდან...
ქვეყანაში როგორ შეხვალ, თორემ თამაშით კი ითამაშებ
დღეს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ადამიანი (ქვეყნისთვის საკვანძო ფიგურების გარდა), ვინც მათ საზღვარს გადალახავს, ორკვირიან კარანტინში მოხვდება. ისმის კითხვა: რა უნდა ქნან ევროპულმა კლუბებმა, რომელთაც, აგვისტოში, სავარაუდოდ, ინგლისში ჩასვლა და ევროტურნირებზე თამაში დასჭირდებათ? ინგლისელებს უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ბოლო ორგზის ჩემპიონი, ამბიციური „მანჩესტერ სიტი” გაახსენდათ, რომელსაც პრემიერლიგის ჩემპიონობა ისე...
მოურინიოს მოხსნიან…
ლონდონური „ტოტენჰემის“ მიერ პორტუგალიელი მწვრთნელის მიმართ არსებული ნდობის კრედიტი ამოიწურა. ჟოზე მოურინიო პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მომავალი სეზონის სტარტზე გუნდი პირველივე ტურებიდან ჩაერთვება უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაში. თანაც, ჟოზე მოურინიუს ძირითადად არსებული კადრებით დაკმაყოფილება მოუწევს, რადგან „ტოტენჰემი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა გასული წლის ნოემბერში ჩაანაცვლა მარისიო პოჩეტინო. მას შემდეგ „დეზებმა“...
ხუთი ცვლილება და არVARგა
როდესაც პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება, გუნდებს თამაშში ხუთი ცვლილების ნებას დართავენ. ეს სიახლე დროებითია და მისი მიზანია შინ ნაჯდომი ფეხბურთელების ფიზიკური გადაწვისგან და ტრავმებისგან დაცვა. ხუთი ცვლილების წესი ფიფამ თავად შესთავაზა ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს. ეს საბჭო, მსოფლიოში ფეხბურთის თამაშის წესებს განაგებს. მან ფიფას შეთავაზება დაამტკიცა. ადრეც დავწერეთ, მაგრამ შესაძლოა ვინმეს გამორჩა: ცვლილება კი ხუთი იქნება,...








