90 კგ საჭმელი მარადონას მაისურში

Home აქეთურ-იქითური 90 კგ საჭმელი მარადონას მაისურში
90 კგ საჭმელი მარადონას მაისურში
დიეგო არმანდომ კორონავირუსით დაზარალებული უღარიბესი არგენტინული რეგიონისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაიფიქრა. საამისოდ მან ლატარეაში გასათამაშებლად 1986 წლის ტრიუმფალური მსოფლიოს ჩემპიონატისას ნაცვამი და ავტოგრაფით გაფორმებული მაისურა არ დაინანა.
მაისურა ლატარეაში მათ შორის გათამაშდა, ვინც ღარიბებისთვის პროდუქტები, დამცავი ნიღბები და ანტისეპტიკები გაიღო…
საოცარი კია, მაგრამ აქციით მხოლოდ 90 კილოგრამი საკვების შეგროვება მოხერხდა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".