ამსტერდამის „აიაქსის“ აღმასრულებელი დირექტორი ედვინ ვან დერ სარი ურჩევს ბობოლა კლუბებს, არც იოცნებონ, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრებისას მათ აღსაზრდელებს 50-პროცენტიანი ფასდაკლებით ჩაიგდებენ ხელში. და ეს იმის მიუხედავად, რომ ვადაზე ადრე ჩემპიონატის შეწყვეტამ „აიაქსსაც“ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.„შარშან, იანვარში ამბობდნენ, რომ ჩვენ გუნდის 7-8 ლიდერს დავკარგავდით, მაგრამ საკვანძო ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორი გავუშვით. დიდი კლუბები, ისეთები, როგორიც „ბაიერნია“, ამბობენ, რომ მომდევნო სატრანსფერო პერიოდისას ფეხბურთელების ფასი მკვეთრად შემცირდება. მათთვის ადვილია ასე ლაპარაკი, რადგან ბაზარზე ძირითადად მყიდველების როლში გამოდიან. რა თქმა უნდა, 150 და 200-მილიონიანი ტრანსფერების დრო წავიდა, მაგრამ „აიაქსის“ კადრებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება. ეს ბიჭები კარგად არიან აღზრდილები და სერიოზული სათამაშო პრაქტიკა აქვთ, მათ შორის ევროტურნირებზეც. შარშან სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ მეკარე ონანასთან, ტალიაფიკოსთან და ვან დე ბეკთან, რომ ერთი წელი დარჩებოდნენ და მერე დავეხმარებოდით მორიგი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში. პირობა ძალაშია, თუმცა განახევრებულ ფასებს ნურავინ დაელოდება. დაივიწყეთ!” – თქვა წარსულში ლეგენდარულმა მეკარემ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
