როდესაც პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება, გუნდებს თამაშში ხუთი ცვლილების ნებას დართავენ. ეს სიახლე დროებითია და მისი მიზანია შინ ნაჯდომი ფეხბურთელების ფიზიკური გადაწვისგან და ტრავმებისგან დაცვა.
ხუთი ცვლილების წესი ფიფამ თავად შესთავაზა ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს. ეს საბჭო, მსოფლიოში ფეხბურთის თამაშის წესებს განაგებს. მან ფიფას შეთავაზება დაამტკიცა.
ადრეც დავწერეთ, მაგრამ შესაძლოა ვინმეს გამორჩა: ცვლილება კი ხუთი იქნება, მაგრამ შეცვლებისთვის ნებადართული დრო იქნება სამი.
და არის კიდევ ერთი ცვლილება — ჯერჯერობით გაურკვეველი დროით აიკრძალება VAR-იც. ამის მიზანი სოციალური დისტანცირების წესისთვის ხელის შეწყობაა. ამასთან, პრემიერლიგამ თავის 20 კლუბს შეატყობინა, რომ ვიდეორეფერის გაუქმებაც დროებითი ზომაა. როდესაც კორონავირუსის საფრთხე გადაივლის, მას აუცილებლად აღადგენენ.
პრემიერლიგამ ფეხბურთელებს აგრეთვე დაავალა რეგულარულად წმინდოდ თავიანთი მანქანები, ვარჯიშებზე და თამაშებზე მარტომ, მგზავრების გარეშე იარონ და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ინგლისის ჩემპიონატის აღდგენას 12 ივნისს, უმაყურებლო და ნეიტრალურ სტადიონებზე აპირებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 09:02ნევეში მალე ალბათ დაშლილებშიც წავა
მთავარი ამბავი01/09/2026 | 07:2130 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს
სიახლეები31/08/2026 | 07:44დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
მთავარი ამბავი31/08/2026 | 06:54პლატინიმ თქვა, კვარაო!