წელი: 2020

Home 2020
ინგლისელები გინებაზე ფიქრობენ
ჩანაწერი

ინგლისელები გინებაზე ფიქრობენ

ინგლისში შეწყვეტილი პრემიერლიგს გაცოცხლებას Project Restart ანუ პროექტის განახლება უწოდეს და ამ „რესტარტზე” ბევრს მუშაობენ. ხსენებული მუშაობის მორიგი პუნქტი, მაგალითად ასეთია: „სქაი სპორტი” და „BT სპორტი” თამაშების ტრანსლაციების დროს ფეხბურთელების გინებას ბრძოლას გამოუცხადებენ. როგორ? სავარაუდოდ, ხმას გაუთიშავენ. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 92 მატჩი. ინგლისელებს არ უნდათ, რომ ტელეეთერში ბილწსიტყვაობა ისმოდეს, თორემ ის რომ არსებობს და ხალხი...

ბარსელონაში ქამარი მაგრად შემოიჭირეს
ჩანაწერი

ბარსელონაში ქამარი მაგრად შემოიჭირეს

კატალონიურ გრანდში უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ ბიუჯეტზე, რომელიც ძალაში მომავალი სეზონიდან შევა. საერთო ჯამში კლუბის გასავალი 250 მილიონი ევროთი შემცირდება. აქედან ლომის წილი ხელფასებზე მოდის – სახელფასო უწყისების სეკვესტრი 230 მილიონ ევროს შეადგენს. წლეულს „ბარსელონას“ ბიუჯეტი მილიარდ 47 მილიონი ევროა. აქედან 65%, ანუ 680 მილიონი ხელფასებზე მიდის. ახალი ბიუჯეტით მთელი გასავალი 750 მილიონ ევროში უნდა...

ლოვჩევმა და თბილისის დინამომ სსრკ-ში წესები შეცვალეს
ჩანაწერი

ლოვჩევმა და თბილისის დინამომ სსრკ-ში წესები შეცვალეს

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა სსრკ ჩემპიონატის ორი მატჩი გაიხსენა, რომელიც შეთანხმებული იყო. ერთი თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით, მეორე –  ანზორ კავაზაშვილის. „სპარტაკისა“ და „დინამოს“ შეხვედრამ იმ დროისთვის არსებული აბსურდული წესი შეცვალა, ამიტომაც ფეხბურთელებს მოლაპარაკებებში ბრალს ვერ დავდებთ. საქმე ის არის, რომ 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეგლამენტში დაამატეს პუნქტი, თუ მატჩი ფრედ დასრულებოდა, გამარჯვებულის...

საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს
ჩანაწერი

საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს

საფეხბურთო სამყარო შეჩერებულია. თითქმის მთელი პლანეტა მოუთმენლად ელის მის განახლებას. ამის გაკეთებაში ხელს მხოლოდ იტალიელები უშლიან. როგორც მოგეხსენაბთ, გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისს იწყება – ტური დაგეგმილია და საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე კოეფიციენტებიც გამოიტანეს. ესპანეთი განახლებას 20 ივნისისთვის გეგმავს, ინგლისი ფიქრობს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. ფიქრობდა იტალიაც, სადაც გუნდებმა ვარჯიშებიც კი განაახლეს, მაგრამ… იტალიური მედიის ცნობით,...

მბაპეს ოქროს ბუცი
ჩანაწერი

მბაპეს ოქროს ბუცი

საფრანგეთის ვადაზე ადრე დასრულებული ჩემპიონატის გამარჯვებულად დედაქალაქური პსჟ  გამოცხადდა დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი ამავე გუნდის ლიდერთაგანი კილიან მბაპე გახდა. ფორვარდმა არასრულ სეზონში 18 გოლი გაიტანა. ამდენივე იყო „მონაკოს“ შეტევების ლიდერის, ვისამა ბენ იედერის მონაგარი, თუმცა მან 18-დან სამ შემთხვევაში პენალტის ნიშნულიდან ისახელა თავი. მბაპეს სასარგებლოდ არჩევანიც ამან განაპირობა – მან ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა. ეს...

ესპანეთი ოციდან ოცდაექვსამდე
ჩანაწერი

ესპანეთი ოციდან ოცდაექვსამდე

„ლეგანესის” მწვრთნელმა ხავიერ აგუირემ ლა ლიგის გეგმები გაასაჯაროვა. თურმე ესპანელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას 20 ივნისს, ხოლო დამთავრებას 26 ივლისს აპირებენ. ოფიციალურად ამის შესახებ არსად არაფერი თქმულა, მაგრამ მექსიკელი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაცია უტყუარია, რადგან ლა ლიგის მავანმა დიდმოხელეებმა გაანდეს. ცნობილია, რომ ესპანური ფეხბურთის შეფები ქვეყნის ხელისუფლებასთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა რამენაირად ჩაამთავრონ შეწყვეტილი სეზონი. „ჩვენ უკვე...

ქულათა იურგენული განაწილება არ ივარგებს
ჩანაწერი

ქულათა იურგენული განაწილება არ ივარგებს

პრემიერლიგის კლუბებს უცბად შეეშინდათ, რომ „ლივერპული” როგორც კი ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს, ყმაწვილებით განაგრძობს თამაშს და ამით კორონავირუსის მიერ ისედაც დაკნინებულ ჩემპიონატს კიდევ უფრო დააკნინებს. რატომ მოუვიდათ ეს აზრი თავში? იმიტომ, რომ იურგენ კლოპი თებერვალში, ფეხბურთის ასოციაციის თასის საპასუხო შეხვედრაში, „შრუსბერის” წინააღმდეგ სწორედ ასე მოიქცა. პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ლივერპული” მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს....

ტაისონს 20 მილიონი შესთავაზეს
ჩანაწერი

ტაისონს 20 მილიონი შესთავაზეს

კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა რამდენი დღის წინ თქვა, რომ რინგზე დაბრუნება სურს. „რკინის მაიკს“ საჩემპიონო ბრძოლების გამართვა არ სურს და მისი სურვილი მხოლოდ საგამოფენო შეხვედრებით შემოიფარგლება. ცხადია, ტაისონს უფრო ფინანსური მოგება აინტერესებს. ჰოდა, ტაისონმა უმალვე მიიღო წინადადება – მუშტებით ბრძოლის ლიგამ ტაისონს 20 მილიონი დოლარი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის შეფმა, დევიდ ფელდმანმა...

ჭიკაძე, სტალონე, სნუპ დოგი…
ჩანაწერი

ჭიკაძე, სტალონე, სნუპ დოგი…

კიკბოქსინგში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის ოქტაგონზე რომ გადაინაცვლა, ორთაბრძოლების მოყვარულებმა იციან. თუმცა პანდემიამ ცხადია, გეგმები და გრაფიკი ყველას აურია. რა გავლემა მოახდინა UFC-ზე მსოფლიოში გავრცელებულმა COVID 19-მა და როგორ შცვალა პირადად გიოგას გეგმები – ამ და სხვა კითხვებით გიგას შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით. –  ერთხელ თქვით, რომ   MMA-ის კლუბში რაფაელ კორდეირისთან მხოლოდ იმ მიზნით ვარჯიშობთ, ...

პუტინი და კადიროვი
ჩანაწერი

პუტინი და კადიროვი

რუსეთის პრემიერლიგა ერთ-ერთი იმ ჩემპიონატთაგანია, რომელიც დიდი ალბათობით არ განახლდება. კატეგორიული წინააღმდეგი არც არავინაა. ტოპ-ლიგებისგან განსხვავებით რუსული ლიგა ნაკლებადაა ტელეტრანსლაციების ფულზე მიბმული და შედეგები არ იქნება დამანგრეველი. შედეგები დღეის მდგომარეობით დაფიქსირდება და ჩემპიონად „ზენიტი“ გამოცხადდება – პეტერბურგელი პუტინის საყვარელ კლუბს „გაზპრომი“ ისედაც ჩიტის რძეს არ აკლებს და 8 ტურით ადრე ჩემპიონობას ვინ დააყვედრებს?! ჩემპიონთა ლიგის...