საფრანგეთის ვადაზე ადრე დასრულებული ჩემპიონატის გამარჯვებულად დედაქალაქური პსჟ გამოცხადდა დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი ამავე გუნდის ლიდერთაგანი კილიან მბაპე გახდა.
ფორვარდმა არასრულ სეზონში 18 გოლი გაიტანა. ამდენივე იყო „მონაკოს“ შეტევების ლიდერის, ვისამა ბენ იედერის მონაგარი, თუმცა მან 18-დან სამ შემთხვევაში პენალტის ნიშნულიდან ისახელა თავი. მბაპეს სასარგებლოდ არჩევანიც ამან განაპირობა – მან ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა.
ეს კილიანის ზედიზედ მეორე „ოქროს ბუცია“.
წინა ჩემპიონატში მბაპემ 33 გოლი გაიტანა და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია – უახლოესი მდევარი ნიკოლა პეპე (ლილი) 11 ბურთით მოიტოვა.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
