წელი: 2020

Home 2020
ნუ უსტვენთ!
ჩანაწერი

ნუ უსტვენთ!

მადრიდის „რეალის“ შემტევი გარეთ ბეილი გულშემატკივრებზე ნაწყენია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ესპანური გრანდის ფანები უელსელის ბურთის მიღებას სტვენით ხვდებოდნენ. ბეილს სწორედ ეს უკვირს. „ყველა მატჩის დროს დიდი ზეწოლა გვაქვს. თუ საუკეთესო თამაშს არ აჩვენებ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ. როდესაც კარგად ვერ ვთამაშობდი, 80 ათასი კაცი მისტვენდა. ეს  კარგი ნამდვილად არ არის და მსგავსი რამ ხშირად...

ტელეშიშები პრემიერლიგაში
ჩანაწერი

ტელეშიშები პრემიერლიგაში

პრემიერლიგა ვარაუდობს, რომ ჩემპიონატის განახლების შემდეგ უეფას მიბაძავს და თამაშების დაწყების დროს ორად გაყოფს: ადრეულად და გვიანად. სხვა სიტყვებით, შუა კვირის შეხვედრების ნაწილი ჩვენებურად საღამოს 9 საათზე გაიმართება, მეორე ნაწილი კი 11 საათზე. რაც შეეხება იმ მატჩებს, რომლებიც უქმეებზე უნდა ჩატარდეს, ისინი თანაბრად განაწილებდა: 5 შაბათს და 5 კვირას. პრემიერლიგა განახლდება პარასკევ დღეს, 19 ან...

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?
ჩანაწერი

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?

„ბაიერნმა” „დორტმუნდს” სტუმრად მოუგო 1:0. ამრიგად, გერმანიის ჩემპიონის ვინაობა სავარაუდოდ გარკვეულია. მასპინძლებს რომ ეჯობნათ გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულა იქნებოდა, ახლა კი შვიდია და ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა. რაღამ უნდა დააბრკოლოს მიუნხენის გუნდი, რომელიც ყველა მეტოქეს სჯობს? ბუნდესლიგის მთავარ შეხვედრაში დორტმუნდელთა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა ჯეიდონ სანჩო, რაც არა მარტო ქომაგების,...

დარჩი 10 მილიონად
ჩანაწერი

დარჩი 10 მილიონად

ფრანგული პსჟ მზადაა მაურო იკარდის წლიურად 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ფეხბურთელი პარიზში დარჩენას გადაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ იკარდის კონტრაქტი მილანურ “ინტერს” ეკუთვნის და გამოსყიდვა 55-60 მილიონი ევრო დაჯდება. მაურო იკარდის იჯარის ვადა 2022 წლის ზაფხულამდეა, მაგრამ მილანელთა მწვრთნელი ანტონიო კონტე არ მალავს, რომ იკარდის შემადგენლობაში ვერ ხედავს. ამასობაში, ფეხბურთელმა საფრანგეთის დაუსრულებელ ჩემპიონატში 20 გოლის გატანა...

დიდი 10 ჯერ უცნობია
ჩანაწერი

დიდი 10 ჯერ უცნობია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადებით, დიდი 10-ის განახლების საკითხი გადაწყვეტილი არაა და ის ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მან თქვა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი კლუბების ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც სახარბიელო არაა: „კლუბებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღონ. ჩემი აზრით, საშეჯიბრო კომიტეტმა სავარაუდო ვადების გამოქვეყნება იჩქარა. ეს არაა გადაწყვეტილება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობა...

იდიოტები
ჩანაწერი

იდიოტები

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ლიგა 1-ის ჩინოვნიკები გააკრიტიკა და იდიოტები უწოდა. საქმე ის არის, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ სეზონის ვადაზე ადრე დაამთავრა და გამარჯვებულიც გამოაცხადა. მართალია, „ლიონს“ ჩემპიონობის არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ოლამ ყურადღება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის განახლებაზე გაამახვილა. „ბოლო ორი თვის მანძილზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა...

ადვოკაატს დირკ კუიტი შეცვლის
ჩანაწერი

ადვოკაატს დირკ კუიტი შეცვლის

72 წლის დიკ ადვოკაატს ჰოლანდიურ “ფეიენოორდთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბის ხელმძღვანელობამ კი თადარიგი ამთავითვე დაიჭირა და ვეტერან მწვრთნელს შემცვლელი მოუძებნა. 39 წლის დირკ კუიტი თავის დროზე სწორედ “ფეიენოორდის” წევრი იყო, მერე კი ბურთაობა ინგლისურ “ლივერპულში” გააგრძელა. ამჟამად კუიტი როტერდამელების 19-წლამდელთა გუნდს უდგას სათავეში. წინასწარ ცნობილია დირკ კუიტის თანაშემწის ვინაობაც. მას წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედის”...

ლოტიტო მედიის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ლოტიტო მედიის წინააღმდეგ

„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს ცრუ ინფორმაციისთვის სასამართლოში უჩივლებს. როგორც ცნობილია, La Gazzetta dello Sport-ში იყო გამოქვეყნებული სტატია, რომ ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყება. რომაული კლუბის პრეზიდენტმა 8 მარტს გამართულ „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩზე იეჭვა, ჩაწყობილი იყოო. „ლოტიტომ მშვიდად მიიღო ჟურნალისტ სებასტიანო ვერნაცას სტატია, რომლის მიზანი კლუბის პრეზიდენტის დისკრეტიდაციაა. თავისუფალი პრესა არ ნიშნავს პიროვნების...

ბასილაშვილი სასამართლოში მიდის…
ჩანაწერი

ბასილაშვილი სასამართლოში მიდის…

საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვი ნიკა ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს იქით უჩივლებს… ოღონდ მაშ შემდეგ, რაც მიმდინარე სასამართლო წარმოება დასრულდება. შეგახსენებთ, საქმეზე „ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილის წინააღმდეგ“ სასამართლო განხილვა 16 ივნისს არის დანიშნული, თუმც იქამდე საქართველოს პირველი ჩოგანი 100-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ არის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული… ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურა ნიკას დაპატიმრებას  კი ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ...

ტრავმა შესაძლოა სერიოზულია
ჩანაწერი

ტრავმა შესაძლოა სერიოზულია

ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, „მილანის” ვეტერანი შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაშავებულია და არ არის გამორიცხული, რომ ტრავმა სერიოზულია. ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. იბრაჰიმოვიჩი „მილანის” ვარჯიშზე დაშავდა. მოგეხსენებათ, იტალიაში ფეხბურთელები კარანტინის შემდეგ ამ კვირაში დაუბრუნდნენ ვარჯიშს. „როსონერის” პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ იბრაჰიმოვჩს მყესის პრობლემა აქვს, თუმცა მეტი არაფერი...