იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა, რომ სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებმა ამ კვირაში ვარჯიშები განაახლეს. მანამდე ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ხელმძღვანელობდნენ. სერია A-ში ბოლო თამაში იყო „სასუოლო” – „ბრეშა”, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ეს გახლდათ 9 მარტს. მოგეხსენებათ, იტალია გახლავთ ქვეყანა, რომელიც კორონავირუსმა ძალიან დააზარალა და შესაბამისად იყო პირველი,...
წელი: 2020
ბრუნდება, ბრუნდება, ბრუნდება… ფეხბურთი ბრუნდება!
ახლა უფრო ვრცლად იმის შესახებ, რომ 17 ივნისს პრემიერლიგა ბრუნდება: ტელევიზიით გადაიცემა ყველა 92 შეხვედრა. ინგლისში მათი მესამედის ტრანსლაცია იქნება უფასო. თავიდან ჩატარდება გადადებული შეხვედრები: „მანჩესტერ სიტი” – „არსენალი” და „ასტონ ვილა” – „შეფილდი”. შემდეგ გაიმართება სრული ტური. „მალე ფეხბურთი დაბრუნდება!” — ახარა სოციალურ ქსელში გულშემატკივარს თავდამსხმელმა ჰარი კეინმა. წარსულში ლეგენდარული ფორვარდი და ცნობილი ტელემიმომხილველი...
გენიოსებს უმაყურებლო ჩოგბურთი არ მოსწონთ
როგორც სპორტის ყველა სახეობა, ჩოგბურთიც მაყურებლების გარეშე განახლდება. ცხადია, მოვლენების მსგავსი განვითარება არ მოსწონს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ თუ სეზონი განახლდება, ასეთი სცენარისთვისაც მზად არის. „ცხადია, არ ვოცნებობ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშზე, მაგრამ ისე ჩანს, რომ რეალობა ასეთი იქნება. ალბათ, უნდა მივიღოთ, სეზონი განახლდეს, თუმც ჩოგბურთს მარტო საკუთარი თავისთვის არ ვთამაშობ. ის მაყურებელსაც ეკუთვნის და...
ვარჯიში საჭირო ყოფილა
ინგლისის ფეხბურთი 17 ივნისს უნდა განახლდესო, მაგრამ კორონავირუსი ნელ-ნელა ფეხბურთელებსაც უტევს. „ბლექბერნის“ კაპიტანს, 31 წლის ნახევარმცველ ელიოტ ბენეტს ტესტის შემდეგ დადებითი პასუხი ამოუვიდა, თუმცა რომ არა ფეხბურთი, ალბათ ვერც გაიგებდა. როგორც ირკვევა, ბენეტს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე ჰქონდა და ახლა ერთკვირიან კარანტინშია გადაყვანილი. „ვარჯიშები რომ არ გაგვეახლებინა, ალბათ ვერც გავიგებდი დაინფიცირებული თუ ვიყავი. არანაირი სიმპტომი არ...
ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება
28 მაისის ვიდეოკონფერენციაზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 2019-2000 წლების სეზონი 17 ივნისს განახლდება. ამ დღეს ორი გადატანილი მატჩი: „ასტონ ვილა“ – „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ – „არსენალი“ გაიმართება. შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ 19 ივნისს ჩატარდება, სრული ტური კი 20-ში დაიგეგმა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულება 1-2 აგვისტოსაა დაგეგმილი, ამიტომ ქვეყნის თასის ფინალი. ჩემპიონატის დამთავრებიდან...
კუპერი და არწივები
საქართველოს ნაკრების ყოფილი არგენტინელი მწვრთნელი ექტორ კუპერი, შესაძლოა, ნიგერიის ნაკრებში დანიშნონ. 64 წლის სპეციალისტი ბოლოს უზბეკეთის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო 2018 წლის მონდიალზე ეგვიპტეს წვრთნიდა და ჯგუფში სამივე მატჩი წააგო. კუპერის გარდა, ნიგერიის ნაკრებში ჰარი რედნაპის კანდიდატურასაც განიხილავენ. რედნაპი უკვე 73 წლისაა! მას სამი წელია, არ უმუშავია. ბოლოს „ბირმინგემს“ ხელმძღვანელობდა. საუკეთესო სეზონები კი „ვესტ ჰემსა“ და...
დასვენება არ კმარა
„ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ხასითაზე ვერ არის. გერმანიის ბუნდესლიგის განახლების შემდეგ გუდნმა უკვე მეორე საშინაო ფრე ითამაშა – ამჯერად „ჰერტასთან“ (2:2). ნაგელსმანი არმარტო საკუთარი გუნდის თამაშით არის უკმაყოფილო, არამედ – კალენდრითაც. „როგორ ვიქნები კმაყოფილი, როდესაც ვერ მოვიგეთ. ჩვენ მალე უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი. ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ მუდმივად მდევრის როლში არ ვიყოთ. „ჰერტასთან“ მატჩის...
ლონდონს შეცდომების არ სჯერა
„ჩელსიმ” 15 მილიონ გირვანქად „დორტმუნდის” მეკარის რომან ბურკის ყიდვა მოინდომა. ბევრი არ ელოდა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე” ესპანელი, უფრო სწორად კი ბასკი გოლკიპერის, კეპა არისაბალაგას ჩანაცვლებას 29 წლის შვეიცარიელით შეეცდებოდნენ. დასავლეთ ლონდონელებთან კეპას კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გაუვა. როგორც ჩანს, ახალი ხელშეკრულება არც მზადდება — „ლურჯების” თავკაც ფრენკ ლემპარდს ესპანელი მეკარე არ მოსწონს. ყველას გვახსოვს, რომ...
ვალი, ტრანსფერი და ბუნდოვანი პერსპექტივა
„მანჩესტერ იუნაიტედმა” Bank of America-დან კრედიტი გამოიტანა: 140 მილიონი გირვანქა. ასე ებრძვის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი კლუბი კრიზისს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღება, ოლე გუნარ სულშერს კვლავ მიეცემა „დორტმუნდისგან” ჯეიდონ სანჩოს ყიდვის შესაძლებლობა. კრედიტის გარდა, „ოლდ ტრეფორდს” შეიძლება სხვა შემოსავალიც გამოუჩნდეს — მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში პოლ...
მოუ ველოსიპედზე
„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს მოუთხრო, თუ რა სიძნელეებს გადააწყდა კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვების დროს. „ვარჯიშს დილის 9 საათზე ვიწყებდით და საღამოს ხუთზე ვამთავრებდით. საქმე ის არის, რომ გუნდური წვრთნები აკრძალული იყო და ფეხბურთელები პატარ-პატარა ჯგუფებად მუშაობდნენ სხვადასხვა დროს. ვიღაც 10 საათზე მოდიოდა, ვიღაც 11-ზე, ვიღაც 14-ზე და ასე შემდეგ. მართალი გითხრათ, სამწვრთნელო შტაბიც...









