როგორც სპორტის ყველა სახეობა, ჩოგბურთიც მაყურებლების გარეშე განახლდება. ცხადია, მოვლენების მსგავსი განვითარება არ მოსწონს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ თუ სეზონი განახლდება, ასეთი სცენარისთვისაც მზად არის.
„ცხადია, არ ვოცნებობ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშზე, მაგრამ ისე ჩანს, რომ რეალობა ასეთი იქნება. ალბათ, უნდა მივიღოთ, სეზონი განახლდეს, თუმც ჩოგბურთს მარტო საკუთარი თავისთვის არ ვთამაშობ. ის მაყურებელსაც ეკუთვნის და სულაც არ არის იდეალური დაკეტილ კარს მიღმა თამაში“, – ამბობს სერბი.
იგივე აზრზეა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი:
„ცარიელი კორტის წარმოდგენაც არ მინდა. იმედი მაქვს ასე არ იქნება. თამაში ვარჯიშს დაემსგავსება – თუ უმაყურებლოდ ვვარჯიშობთ, იგივეს ვაკეთებთ, თამაშზე. მეორე მხრივ, იმედი მაქვს რომ სეზონი ჩვეული ფორმატით განახლდება. შესაძლოა, საჭირო დროს უნდა დაველოდოთ. ჩემთვის ძალიან რთული იქნება დიდ ტურნირებზე უმაყურებლოდ თამაში“.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
