ინგლისის ფეხბურთი 17 ივნისს უნდა განახლდესო, მაგრამ კორონავირუსი ნელ-ნელა ფეხბურთელებსაც უტევს. „ბლექბერნის“ კაპიტანს, 31 წლის ნახევარმცველ ელიოტ ბენეტს ტესტის შემდეგ დადებითი პასუხი ამოუვიდა, თუმცა რომ არა ფეხბურთი, ალბათ ვერც გაიგებდა.
როგორც ირკვევა, ბენეტს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე ჰქონდა და ახლა ერთკვირიან კარანტინშია გადაყვანილი.
„ვარჯიშები რომ არ გაგვეახლებინა, ალბათ ვერც გავიგებდი დაინფიცირებული თუ ვიყავი. არანაირი სიმპტომი არ მქონია. არადა, ისტერია იყო ატეხილი, ვარჯიშებს რატომ დაუბრუნდითო. იმ ხალხზე ინერვიულეთ, ვინც მართლა მძიმედ არის ავად და საავადმყოფოებში წვანან და არა ფეხბურთელებზე, რომლებმაც უსიმპტომოდ გადაიტანეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ბენეტმა.
შეგახსენებთ, ეს მესამე შემთხვევაა ჩემპიონშიფში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰალის“ ორი ფეხბურთელი დაინფიცირდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
